ლობიოს ტოლმა

  08:41:30     15-06-2012

მასალა:

კომბოსტო 2 თავი

შიგთავსი:

მუხუდო 1 ჭიქა

ლობიო 2 ჭიქა

ბრინჯი 1 ჭიქა

ხახვი 500გრ.

ოხრახუში, კამა, შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.

ტომატ პასტა 1–2 ს/კ.

ზეთი შესაწვავად.

სოუსი:

ხახვი 3–4 თავი

ტომატ–პასტა 3–4 ს/კ.

წყალი 3–4 ჭიქა ან რამდენიც დასჭირდება

მარილი გემოვნებით

ზეთი შესაწვავად.

მომზადება:

კომბოსტო დავშალოთ ფოთლებად (თითოეულ ფოთოლს მაგარი ნაწილი მოვაჭრათ) და მოვწალოთ ადუღებულ წყალში, დარბილებამდე, შემდეგ თითოეულ ფოთოლში გადავახვიოთ მომზადებული ფარში, ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ მომზადებული სოუსი (სოუსი უნდა ფარავდეს ტოლმას) დავდგათ გაზქურაზე და ვხარშოთ მომზადებამდე.

შიგთავსის მომზადება:

ლობიოს და მუხუდოს დავასხათ ცხელი წყალი და გავაჩეროთ ერთი ღამით. დილით ორივე მოვხარშოთ ცალ–ცალკე ნახევრად, შემდეგ წყალი გადავწუროთ, ლობიო და მუხუდო შევურიოთ ერთმანეთს და კარგად ჩავჭყლიტოთ, დავამატოთ ნახევრად მოხარშული ბრინჯი, წვრილად დაჭრილი მწვანილები, ასევე წვრილად დაჭრილი და ზეთში მოთუშული ხახვი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მოვასხათ ტომატი და კარგად ავურიოთ.

სოუსის მომზადება:

ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ ზეთში, დავამატოთ ტომატ–პასტა, მარილი, ვთუშოთ 2–3 წუთი, შემდეგ დავასხათ წყალი და როდესც წამოდუღდება მოვასხათ ტოლმას.