მარწყვის მუსი
08:39:04     15-06-2012
მასალა:
მარწყვი 200გრ.
შაქარი 50გრ.
სგუშონი 100გრ.
არაჟანი ან ნაღები 100გრ.
1 ცალი ლიმონის წვენი
მომზადება:
მარწყვი დავაბლენდეროთ, შემდეგ დავამატოთ ლიმონის წვენი, შაქარი, სგუშონი და კვლავ დავაბლენდეროთ. მომზადებული მასა ჩავსხათ სასურველ ფორმებში და თავზე მოვასხათ 2–3 ს/კ. არაჟანი ან ნაღები (არაჟანი ან ნაღები წინასწარ ავთქვიფოთ 2ს/კ. შაქართან ერთად).