
ჭარხლის სალათა
08:41:18     14-06-2012
მასალა: ჭარხალი – 250 გრამი, ვაშლი – 2 ცალი, ხახვი – 1 თავი, შაქარი – 2 სუფრის კოვზი, არაჟანი – 2 სუფრის კოვზი, მარილი, ლიმონის მჟავა – გემოვნებით.
ჭარხალი გავწმინდოთ, მოვხარშოთ და გავხეხოთ. ვაშლი გავთალოთ, ამოვაცალოთ გული და პატარა ნაჭრებად დავჭრათ. შემდეგ ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთში ავურიოთ. დავამატოთ დაჭრილი ხავი, მარილი, ლიმონის მჟავა, არაჟანი და კარგად ავურიოთ.