
მხატვარი, რომელიც ფუნჯის მაგივრად თითებით ხატავს
08:37:59     13-06-2012
ჯუდიტ ბრაიანი სულაც არ იქნებოდა სხვა უამრავი მხატვრისგან გამორჩეული, რომ არა მისი მუშაობის ტექნიკა. უფრო სწორად კი ის, თუ რითი ხატავს ეს არტისტი. თანამედროვე ხელოვნების დედაქალაქში, ნიუ-იორკში მცხოვრები მხატვარი ხატვისას ფუნჯის ნაცვლად თითებს იყენებს. იგი თვლის, რომ მათ ბუნეისგანვე აქვთ მინიჭებული სიმეტრიულობა და ამ სიმეტრიულობის, სილამაზისა და ქაოსის ტილოზე გადატანა სავსებით ნორმალურია.