ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი „სამი სიხარული“
08:28:49     11-06-2012
XX საუკუნის დასაწყისში ერთმა ღვთისმოსავმა ფერმწერმა იტალიიდან „წმიდა ოჯახის“ ასლი ჩამოიტანა, მოსკოვში ნათესავს დაუტოვა და თვითონ კვლავ საზღვარგარეთ დაბრუნდა. მისმა ნათესავმა, მოსკოველმა მღვდელმა, როდესაც ეს ამბავი შეიტყო, სურათი თავისი ეკლესიის წინკარში მოათავსა და მას „სამი სიხარული“ უწოდეს. ხატზე მართლაც სამი სიხარულით მოსილი სახეა გამოსახული, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისა, იესო ქრისტესი და ყრმა იოანე ნათლისმცემლისა. ერთხელ, ამ ეკლესიაში მოვიდა ერთი ცნობილი ქალბატონი, რომლის ქმარს ცილი დასწამეს და გადაასახლეს, მამულები ჩამოართვეს, ხოლო ერთადერთი ვაჟი ომში ტყვედ ჩავარდა. უბედური ქალი ევედრებოდა ღვთისმშობელს, რომ უდანაშაულო ადამიანები ამ უბედურებისაგან ეხსნა. ერთხელ მას სიზმრად იდუმალმა ხმამ უბრძანა მოეძებნა ხატი „სამი სიხარული“ და მის წინაშე ელოცა. ქალი დიდხანს ეძებდა და ბოლოს პოკროვკაზე, ეკლესიაში მიაგნო მას, სულ მალე მან შეიტყო სასიხარულო ამბავი, მისი ქმარი გაამართლეს და გადასახლებიდან დააბრუნეს, ვაჟი უმძიმესი ტყვეობიდან გაათავისუფლეს და მამულიც დაუბრუნდა.
დღევანდელამდე ხატი სასწაულებს აღასრულებს. სანამდის ხატის დაუჯდომელი დაიწერებოდა ოთხშაბათობით ამ ეკლესიაში წმიდა ნიკოლოზის დაუჯდომელს კითხულობდნენ, დაუჯდომელის შექმნის შემდეგ კი დაისვა საკითხი თუ რომელი საგალობელი აღევლინათ ამიერიდან, ამ მსჯელობისას მოულოდნელად „სამი სიხარულის“ წინაშე კანდელი აინთო, მას შემდეგ ყოველ ოთხშაბათს ხატთან ღვთისმშობლის დაუჯდომელი საგალობელი აღესრულება, მის წინაშე ლოცულობენ ცილისწამების გამო დევნილნი, ახლობლებთან ძალით გაყრილნი, აგრეთვე ისინი, ვინც შრომით შეძენილი ქონება დაკარგა, ლოცულობენ ისინიც, ვისაც ოჯახური პრობლემები აწუხებთ.
ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა ხატისადმი „სამი სიხარული“ ტროპარი, ხმა 4წმიდისაგან ხატისა შენისა გარდამომდინარე სიხარული გამოუთქმელი აღავსებს გულთა ყოველთა ღუთისმოსავთა დედათა, რომელთა კეთილად მოჰმადლენ ქმარნი და შვილნი და ყოველნი მონაგებნი მათნი. ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ქუეყანისაო, ყოვლადძლიერო სიხარულევანო, მარადის ქალწულო. მით სახითვე მოწყალე იქმენ ჩუენ ზედა, კეთილად აღმისრულენ ყოველნი ვედრებანი ჩუენნი და წყაროჲ სიხარულისა დაუშრეტელი აღმომიცენე ყოველთა მოლტოლვილთა და მარადის მგალობელთა შენდა: რომელმან სიხარული უშევ სოფელსა, აღავსენ სიხარულითა დაუცხრომელად პატივისმცემელნი შენნი.
ლოცვაჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, სახიერო დედაო ყოვლადსახიერისა ღუთისაო, მფარველო სამეუფოჲსა ქალაქისა და წმიდისა ამის ტაძრისაო, წინამძღუარო და მეოხო ყოველთა მართალთაო, ნუ უგულებელს-ყოფ ლოცუასა უღირსთა ამათ მონათა შენთაგან, არამედ ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, რომელნი სარწმუნოებითა და სიყუარულითა შევრდომილ ვართ წმიდასა ხატსა შენსა, მოგუანიჭოს, ვითარცა თვით უწყის, სიხარული ყოველთა: მეცნირებასა თვისსა მოიყუანნეს ცოდუილნი ყოველნი და მოჰმადლოს მათ სინანული და ცხოვნებაჲ. მწუხარეთა და ტანჯულთა ყოველთა ნუგეშინისცემაჲ მოანიჭოს, ჭირსა და მრისხანებასა შინა გუემულნი განათავისუფლნეს, უსასოთა და სულმოკლეთა სასოებაჲ და მოთმინებაჲ მისცეს, მხიარულებითა და უხუებითა ცხოვნებულთა გულთა შინა მადლიერებაჲ დანერგნეს, სნეულნი განკურნნეს და განაძლიერნეს. ჰოი, დედუფალო ყოვლადწმიდაო! მოწყალე ექმენ ყოველთა პატივისმცემელთა სახელისა შენისათა და გარდამომივლინენ ყოვლადძლიერი საფარველი და მეოხებაჲ შენი. დაიცევ და დაიფარე ერი შენი ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან. განამტკიცენ სიყუარული და ერთსულოვნებაჲ შორის მეუღლეთა, ყრმანი აღზარდენ, ყმაწუილნი განაბრძენ, ტომითისგან ბრძოლისა იხსენ ყოველნი ერნი, მოზღუდენ სიყუარულითა და ჩუენ ყოველთა მომანიჭე ურთიერთ - სიყუარული, მშვიდობაჲ, კეთილმსახურებაჲ, სიმრთელეჲ, და განგრძნობაჲ დღეთაჲ, რამეთუ ყოველნი ზეცისანი და ქუეყანისანი აღგიარებენ შენ, ვითარცა მტკიცესა და ურცხუენელსა შუამდგომელსა ქრისტეანეთა ერისასა და გადიდებენ ძისა შენისა მიერ, თანა მამით და თანაარსით სულით მისითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!