„ბიბის“ ქუთაისური ძილისპირული...
18:48:37     10-06-2012
„ბიბის“ ქუთაისური მიტინგი გუბაზის სადღეგრძელოებით დაიწყო. იგივე სიტყვები, იგივე იდეები, იგივე მოწოდებები - არც მაძღარ სანიკიძეს და არც სხვა ლიდერებს ახალი არაფერი უთქვამთ.
4 000-მდე (ოთხი ათასამდე) მოწყენილი მომიტინგე ნაძალადევი შემართებით უსმენდა მათ, ვინც უკვე ბოლო 10 წელია ყოველწლიურად ერთი და იგივეს გვიმეორებს. წლიდან წლამდე ისინი გვთავაზობენ ახალ ცოცხს, ლიდერის სახით და არა - ახალ პროგრამას.
„მოგესალმებიიიით, დებოოოოო, ძმებოოოოოო, დედებოოოო, მამებოოოო, მოხუცებოოოოო, დეიდებოოო, ბიძიეებოოოო, მიყვარხაააააართ“, - გაჰკიოდა ოცნებაააშლილი ჟურნალისტი, ელისო ჩაფიძე, რომელიც ბოლო ხმაზე ცდილობდა განსაკუთრებულად მცირერიცხოვანი მიტინგის გახურებას.
თუმცა, „მეხაჭაპურე“ ჩაფიძეს, ხმის ტემბრი და ყალბი პათოსი მიტინგის „აგდების“ საშუალებას არ აძლევდა. „ბატონი ბიძინა შემოგვიერთდა, მივესალმოთ, ხალხნოოოოოოოოოოოო“, - ისტერიულად მიმართა მან აქა-იქ გაბნეულ მომიტინგეებს და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ „ძალიან უყვარს ქუთაისი“.
ელისოს არაბუნებრივი გამოსვლის შემდეგ, ტყვიაგაუმტარი შუშის მიღმა, სცენაზე ავიდა „ქართული ოცნების“ ჩია-თამადა, ბიძინა ივანიშვილი და ჩვეული რუსული აქცენტითა და წინასწარ დაზუთხული ტექსტით კიდევ უფრო დაადუმა მიტინგი. მიუხედავად იმისა, რომ „ბიბი“ დროდადრო ცდილობდა ეყვირ-ეკივლა, „ქართული ოცნების“ მცირერიცხოვან მომიტინგეებში მაინც არ შეინიშნებოდა მანიფესტაციისთვის დამახასიათებელი ყიჟინა.
უქარიზმო, ყალბი და მონოტონური ივანიშვილი ნაძალადევი შემართებით გვიყვებოდა საქართველოს ისტორიის იმ მონაკვეთს, რომელიც ქუთაისს ეხება და რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა დაწყებთ კლასში ისწავლა.
„დავით აღმაშენებელმა ააგო გელათის ტაძარი... დააარსა აკადემია“, - გვარ-სახელით ქართველი და აზროვნებით რუსი ოლიგარქი ისე აფრქვევდა თავის მწირ ისტორიულ ცოდნას, თითქოს ქუთათურებმა პირველად ივანიშვილისგან გავიგეთ აღმაშენებლის მიერ გელათის აგებისა და აკადემიის დაარსების შესახებ.
ისტორიული ექსკურსის შემდეგ, ივანიშვილი თავის საყვარელ თემას - ფულსა და ფინანსებს შეეხო. მისი უცნაური ბუღალტრული ანალიზი იმდენად დუნე და მოსაწყენი იყო, რომ ჩვენს გვერდით მდგომმა „მეოცნებეებმა“, „მზესუმზირის“ კნატუნით გამოხატეს გაკვირვება იმის შესახებ, თუ როგორ იშოვა „ამან ამხელა ფული“...
ფულცლებში თავჩარგული ივანიშვილი, მორცხვად კითხულობდა წინასწარ დაწერილ ტექსტს, ხოლო როცა შეატყო, რომ მისი „ქუხილი“, უფრო ძილისპირულს ჰგავდა, ვიდრე ორატორის გამოსვლას, ნაზად დაიძახა: საქართველოს, გოუ-მარ-ჯოს, კარგია...
არც მიტინგს და არც ბიძინას ამით არაფერი ეშველა. ქუთათურებს, ივანიშვილის „ძილისპირულმაც“ ვერ შესთავაზა რაიმე ღირებული. გავიგეთ მხოლოდ ის, რომ რუს-ქართველა მილიარდერი იყიდის ყველაფერს, რასაც მისწვდება, დააარსებს გაურკვეველ ფონდებს და მიხედავს სოფლის მეურნეობას.
როგორ და რა ფორმით აპირებს კრემლის დესანტი საქართველოს აღორძინებას, როგორი იქნება რუსეთის წვლილი ამ საყოველთაო „აყვავებაში“, ამის თაობაზე, „ბიბის“ არ უსაუბრია. უცნაურმა ოლიგარქმა, მხოლოდ ასეთი უცნაური დაპირება დაგვიტოვა: „ჩვენ ყველა დაპირებას შევასრულებთ, მე ამას გპირდებით“...
შემდეგ კი, ივანიშვილმა, იმერეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა და ძირითადად კარგად დავიწყებული ძველი სახეებიც შემოგვთავაზა...
„ბიბის“ ოცნების კანდიდატები იმერეთის რეგიონში: ქუთაისი - გუბაზ სანიკიძე, სამტრედია - კახი კალაძე, ბაღდათი - არჩილ კბილაშვილი, ზესტაფონი - გოგი ქავთარაძე, ტყიბული - ელისო ჩაფიძე, ხარაგაული - ებანოიძე...
„ელისო ჩაფიძე არის ჩემთვის ეტალონი ჟურნალისტობის. სხვათაშორის, კარგად დააკვირდით, გასათხოვარია და... კარგი პატარძალი იქნება“, - ასე მაჭანკლურად დაასრულა ბიძინა ივანიშვილმა მცირერიცხოვანი ქუთაისური მიტინგი. მომავალ კვირას ოზურგეთის შეკრება დააანონსა და სიტყვა საკუთარ შვილს - რეპერობაზე მეოცნებე ბერას დაუტოვა...

ბერამაც, დამახასიათებლად და სიცილით გვაუწყა: „მინდოდა დღეს თქვენთვის მემღერა, მაგრამ აქ მომხდარმა ტრაგედიამ გადამაფიქრებინა. სხვა დროს ჩამოვალ“...
ბერას სიცილნარევი მწუხარების შემდეგ, იმერეთის ყველა რეგიონიდან შეკრებილი 4 000-მდე (ოთხი ათასამდე) მეოცნებე მარტივ-მამრავლებად დაიშალა - კრება კი კვლავ მხიარული დარჩა...