რუსებმა უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი რუსულ ხალხურ სიმღერად გამოაცხადეს

  15:55:43     09-06-2012

რუსული საინფორმაციო სააგენტო „რეგნუმის“ ინფორმაციით, 8 ივნისს, უკრაინის უმაღლეს რადაში სკანდალი მოხდა. იგი ფრაქცია, „ბიუტ“–მა (იულია ტიმოშნკოს ბლოკი) მოაწყო იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის დღის აღნიშვნისას გამოაცხადეს: „რუსული ხალხური სიმღერა კაზაკთა გუნდის შესრულებით, მაგრამ სინამდვილეში უკრაინის ჰიმნი გაისმა“.

კერძოდ, „ბიუტის“ წარმომადგენელმა და უკრაინის პარლამენტის ვიცე–სპიკერმა, ნიკოლი ტომენკომ ამ სიტუაციას „აღმაშფოთებელი უზრდელობის გამოვლინება“ უწოდა. „თუ საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ასეთი დამცირების გამართლება შესაძლებელია, მაშინ ისღა დაგვრჩენია, რომ იმ ლავრაში ბალალაიკებიანი დათვები მოვაშენოთ.  უკრაინის ელჩს კრემლის ტერიტორიაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის რომ შეეთავაზებინა სოფლის გუნდის შერულებით  სიმღერა მოესმინა და მის ნაცვლად რუსეთის ჰიმნი რომ მოესმენინებინა, ვფიქრობ, ის იქიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდა“, – ტომენკოს ციტირება მოახდინა „უკრაინულმა პრავდამ“.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კონსტანტინ გრიცენკომ, რომელიც უმაღლეს რადაში სამთავრობო საათზე იმყოფებოდა, თავის მხრივ აღნიშნა: „რუსეთის ფედერაციის დღის აღსანიშნავად ჩვენი ეროვნული ჰიმნის ტექსტი ორჯერ აჟღერდა. ერთხელ უკრაინისა და რუსეთს ჰიმნების შესრულებისას სრულად, როგორც ეს მუსიკას შეესაბამება და გამოცხადებულ იქნა, როგორც უკრაინის ეროვნული ჰიმნი. მეორეჯერ ეს იყო ინტერპრეტაცია, რომელიც, როგორც ამიხსნეს, ის სიმღერაა, რომელიც არსებობდა, სანამ ის ჩვენი სახელმწიფოს ჰიმნი გახდებოდა. მე შევიგრძენი ეს, როგორც ყუბანელთა მხრიდან სურვილი წარმოეჩინათ, როგორც ჩვენი საერთო მონაპოვარი“.

„როდესაც უკრაინის ჰიმნი სრულდებოდა,  უკრაინის ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, წესისამებრ, მას ფეხზე ამდგარი მიესალმა“ – დასძინა გრიცენკომ. თავის მხრივ, უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერმა, ვლადიმერ ლიტვინმა აღნიშნა, რომ ამით საკითხი ამოწურულია და დასძინა: „გაწვდით ინფორმაციას, როცა გამოცხადდა ხალხური სიმღერა, ჯერ იმღერეს „როზპრიაგაიტე, ხლოპცი, კონეი“, ხოლო  შემდეგ კი, რომ ეს ყუბანის ხალხური სიმღერის გუნდმა შეასრულა“. ოფიციალური ჰიმნი კი შესრულდა ყველა წესისა და ნორმის დაცვით. ნუ შექმნით პრობლემას იქ, სადაც ის არ არსებობს“, – განაცხადა ლიტვინმა.

თუმცა, ოპოზიცია მაინც თავის აზრზე დარჩა. დეპუტატმა „ბიუტიდან“, სერგეი სობოლევმა განაცხადა, რომ  რუსეთის ელჩმა უკრაინაში, მიხეილ ზურაბოვმა „რუსეთის სახელმწიფო ჰიმნი შეურაცხყო“. „როცა რუსეთის ელჩი აცხადებდა საკონცერტო პროგრამის მორიგ ნომერს, გვაუწყა, რომ კაზაკთა გუნდი შეასრულებდა რუსულ ხალხურ სიმღერას „შჩე ნე ვმერლა უკრაინა“. როცა გუნდი უკრაინის ეროვნულ ჰიმნს ასრულებდა, უკრაინელმა მინისტრებმა სალათის ღეჭვა გააგრძელეს და ამით სახელმწიფო ჰიმნისადმი თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს. არც ერთ მათგანს არა მხოლოდ პროტესტი არ გამოუთქვამს, არამედ, ჭამაც კი არ შეუწყვეტია“, –განუცხადა სობოლევმა უკრაინულ გამოცემა „გლავკომს“.