„ქართული ოცნების“ წევრების მიერ ნაცემ-ნაგინები მესხი და თხასავით გაყიდული ახალგაზრდები
18:02:37     07-06-2012
მიხეილ მესხის სახელი და გვარი, რომელიც საქართველოში აქამდე სულ სხვა მიზეზით იყო პოპულარული, ბოლო დროს პოლიტიკურ დატვირთვას იძენს და თუ მანამდე მას მხოლოდ ლეგენდარული ფეხბურთელების გვერდით და მათთან შესადარებლად ახსენებდნენ, ახლა სოციალურ ქსელებში პავლიკ მოროზოვთან აიგივებენ.
მიზეზი მარტივია - მიშა მესხს, გუშინდლამდე ყველა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთ ლიდერად იცნობდა, პოლიტიკურ ამბრაზურას ბიძინა ივანიშვილის დასაცავად გადაეფარა...
ქუთაისში მომხდარი ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი, რომლითაც უკვე დაინტერესდნენ სამართალდამცველი ორგანოები, აქტიური განხილვის საგანია და ამაში არც არაფერია გასაკვირი: ტელევიზიით არაერთხელ ვნახეთ კადრები, როგორ არიგებენ „ქართული ოცნების“ მაისურებში გამოწყობილი ახალგაზრდები კოალიციის კუთვნილ ფლაერებს.
ისიც ითქვა, რომ მოსახლეობას სთხოვდნენ, ფლაერში, იმ ადგილას, სადაც აღნიშნულია: „დაწერე შენი ოცნება“ ჩაეწერათ მატერიალურ მოთხოვნილებასთან დაკავშირებული ოცნება, მაგრამ ერთი პირობით: სურვილი 1000 ლარზე მეტი არ უნდა „ღირებულიყო“.
როგორც კი კამერები გამოჩნდნენ, „ქართული ოცნების“ წევრები გაიფანტნენ. მედიით გავრცელებული კადრებით ჯერ კონტროლის პალატა, მერე კი პროკურატურაც დაინტრერესდა. მიშა მესხი და მისი თანმხლები პირები ქუთაისის პოლიციაში დაკითხვაზე დღეს დაიბარეს, მაგრამ მთავარი მოვლენები მანამდე განვითარდა:
ინფორმაციის გავრცელებისთანავე სოლოლაკის შუშის სასახლეში „ქართული ოცნების“ ბომონდი შეიკრიბა და სიტუაციიდან გამოსვლის გეგმაზე დაიწყო მსჯელობა. თათბირი, სადაც „მგელი იგი ბიძინა ყიოდა და იზახდა ვითარცა ცოფი", დიდხანს არ გაგრძელებულა: ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მიშა მესხი და მისი თანმხლები პირები თხასავით გაეყიდათ და ასეც მოიქცნენ:
ჯერ მაია ფანჯიკიძემ, მერე კი თინა ხიდაშელმა სასწრაფოდ განაცხადეს, რომ მიხეილ მესხი და ის ახალგაზრდები, ვინც ქუთაისში ფლაერებს არიგებდნენ, „ქართული ოცნების“ წევრები ან მისი ახალგაზრდული ფრთის ლიდერები კი არა, „მათთან ასოცირებული ახალგაზრდები“ იყვნენ.
მოგვიანებით ხიდაშელმა მესხს აგენტიც კი უწოდა, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართულ ოცნებაში“ საკუთარი ტყავის გადასარჩენად ყველაფერზე მიდიან...
ამის შემდეგ მიშა მესხი სასწრაფოდ დაიბარეს „ქართულ ოცნებაში“ და იმ გააფთრებულ, ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს მიუგდეს, რომლებმაც მას, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით - გადაუარეს: ახალგაზრდა მეოცნებეებში თავპირისმტვრევის ფაქტები არახალია, მაგრამ მიხეილ მესხი იქვე, ოფისიდან გაუსვლელად სცემეს, მერე აგინეს და ბოლოს დაპირდნენ, უარესს გიზამთ, თუ ახლავე არ გამოცვალ და არ იტყვი, რომ ფლაერების დარიგება და დაპირების ჩაწერა მთლიანად შენი ინიციატივა იყოო, მერე კი გონს მოსვლაც არ აცალეს, სასწრაფოდ მოაწვევინეს პრესკონფერენცია და ყველაზე დიდი კურიოზი ის იყო, რომ მესხის პრესკონფერენცია „ქართული ოცნების“ ოფისში ჩატარდა...
ანუ, მიხეილ მესხი ირწმუნებოდა, რომ ფლაერები არა „ქართული ოცნების“ ეგიდით, არამედ საკუთარი ინიციატივით დაარიგა, რომ „ოცნებასთან“ არანაირი კავშირი არა აქვს და, ამავდროულად, ამ განცხადების გაკეთების დროს „ქართული ოცნების“ ოფისში იჯდა...
„ქართული ოცნების“ მესვეურები გვიან მიხვდნენ შეცდომას - მას შემდეგ, რაც ჟურნალისტები წავიდნენ. მაია ფანჯიკიძე და სხვები მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებას ბიბი-ტელევიზიებთან, რომ მათ არ აღენიშნათ, სად ჩატარდა პრესკონფერენცია...
მიხეილ მესხმა უხეში და თავხედური გამოხტომებით საზოგადოებას თავი ჯერ კიდევ „არას“ და „რატომ?“ ორგანიზაციების აქციებიდან დაამახსოვრა. მან თითქმის შეუძლებებლი შეძლო - თვით ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილებიც კი აკრიტიკებდნენ და თვალის დასანახად ვერ იტანდნენ, მაგრამ როგორც კი ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა და ხელისუფლებაში მოსვლის ოცნება დაიწყო, მიხეილ მესხი და ქუთაისში მისი თანმხლები პირები მასთან ერთად აქტიურად მანევრირებდნენ.
არსებობს უამრავი ფოტო, სადაც ეს სამეული: მიხეილ მესხი, გრიგოლ ამბროლაძე და მიხეილ ამაშუკელი „ქართული ოცნების“ მიერ მოწყობილ აქციებზე არიან გამოსახულნი: ბედნიერი, მომღიმარი სახეებით, საოცნებო მაისურებით და, რაც მთავარია, მილიარდერთან ისე ახლო პერიმეტრში, სადაც დგომა მხოლოდ მის კარზე მიღებულთ და შინაურებს შეუძლიათ...
არსებობს უამრავი კადრი, სადაც მიხეილ მესხი ინტერვიუს აძლევს სწორედ „ქართული ოცნების“ სახელით და არსებობს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სააგენტოს მიერ გავრცელებული უამრავი ტექსტი, რომლის მიხედვითაც სამივე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი-ლიდერია.
რაც მთავარია, სულაც არაა საიდუმლო, რომ პირადად მიშა მესხი „ოცნებაში“ ზვიად ძიძიგურისა და თინა ხიდაშელის რეკომენდაციით მოხვდა და აქტიურად მონაწილეობდა მიტინგების ორგანიზებაში...
„მაესტრომ“, გადაცემაში „პორტრეტები“ თავის დროზე უჩვენა კადრი, სადაც აღწერილია, როგორ შედის ზვიად ძიძიგური ახალგაზრდებით სავსე ოთახში და როგორ წარადგენს ახალგაზრდებს, რომელთა შორის მიხეილ მესხიცაა: აი, აქ არიან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერები...
რამდენად ეთიკურია „ქართული ოცნების“ მხრიდან პირველი არასასიამოვნო ინციდენტისთანავე პარტიის ახალგაზრდული ფრთის სამ აქტიურ წარმომადგენელზე უარის თქმა, რაც, ფაქტობრივად, მათი გაწირვის ტოლფასი იყო, თავად განსაჯეთ.
მიხეილ მესხმა აღიარა, რომ ფლაერებს არიგებდა და დაპირებებსაც იძლეოდა, მაგრამ ეს გადაღლილობითა და „ჩემი სისულელით“ ახსნა, მერე კი დაამატა, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილთან არანაირი შეხება არ აქვსო. თუმცა, სამართალდამცველები რომ სხვაგვარად ფიქრობენ, ბოლო ინფორმაციიდანაც ხდება ცნობილი:
„ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით, პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის სამი წევრი, მიხეილ ამაშუკელი, გაგა ამბროლაძე და მიხეილ მესხი არიან დაკავებულები. აღნიშნულ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
"ქუთაისის პოლიციის სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 164 მუხლით. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის, პოლიციის მიერ, ა/წ 7 ივნისს, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან მიხეილ ამაშუკელი, გაგა ამბროლაძე და მიხეილ მესხი",- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში“.
როგორ დასრულდა მიხეილ მესხის პოლიტიკური ფინტები, უკვე ცნობილია. ახლა ისაა საინტერესო, აღმოაჩენენ თუ არა, მიხეილ მესხისა და მასთან ერთად დაკავებული ორი ახალგაზრდის დოკუმენტურად დადასტურებულ კავშირებს „ქართულ ოცნებასთან“.
თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ეს ახალგაზრდები ქუთაისის ინციდენტამდე არსად უარყოფდნენ ამ კავშირს (მეტიც, ყველა სატელევიზიო გამოსვლისას ხაზს უსვამდნენ), ამის შესახებ ცნობების მოძიება გამოძიებასაც არ უნდა გაუჭირდეს...