ჭინჭარი ნიგვზით
08:42:37     06-06-2012
მასალა: ჭინჭარი – 1 კგ, ნიგოზი – 200 გრამი, მზესუმზირის ზეთი – 50 გრამი, მარილი, პილპილი
ჭინჭარი გავარჩიოთ, მოვაშოროთ ფართო ფურცლები, მოვხარშოთ და მოვათავსოთ თუშფალანგზე. ხახვი დავჭრათ რგოლებად და მოვხრაკოთ ზეთში. ნიგოზი გავატაროთ ხორცსაკეპში, ავურიოთ ხახვს, შევანელოთ მარილით და პილპილით, მიღებული მასა ავურიოთ ჭინჭარს და კერძიც მზადაა.