ბოსტნეულის სალათა
08:41:36     06-06-2012
მასალა: პატარა ზომის პომიდორი – 250 გრამი, ტკბილი წიწაკა – 150 გრამი, მოხარშული კარტოფილი – 100 გრამი, ხახვი – 30 გრამი, ქინძი და ოხრახუში – 30 გრამი, ქიშმიში – 50 გრამი, ზეითუნის ზეთი – 3 სუფრის კოვზი, შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით.
ტკბილ წიწაკას მოვაშოროთ გულები. პომიდორი დავმდუღროთ და კანი გავაცალოთ.
ტკბილი წიწაკა და მოხარშული კარტოფილი დავჭრათ კუბიკებად, დავამატოთ ქიშმიში, პომიდორი, წვრილად დაჭრილი ხახვი და მწვანილი. მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მოვასხათ ზეთი და ავურიოთ. 30 წუთი გავაჩეროთ გრილ ადგილას.