ჩახოხბილი

  08:22:23     31-05-2012


მასალა:

ქათამი ან ვარია

ხახვი - 4-5 მოზრდილი თავი

კარაქი ან ერბო - 100-150 გრამი

მწვანილი, პილპილი, მარილი - გემოვნებით

გასუფთავებული, კარგად გარეცხილი ფრინველი დავჭრათ, მოვათავსოთ ქვაბში და მოვშუშოთ. როცა წვენს გამოყოფს, გადავასხათ ცალკე ჭურჭელში და შევინახოთ. ხახვი დავჭრათ სიგრძეზე, დავაყაროთ მოშუშულ ხორცს, დავუმატთ კარაქი ან ერბო და ვხრაკოთ, სანამ ხორცი კარგად არ შეწითლდება. ხანგამოშვებით კოვზით კარგად ვურიოთ, რომ ქვაბის ძირს არ მიეწვას. მოხრაკულ ფრინველის ხორცს დავასხათ მისივე წვენი, შევაზავოთ წვრილად დაჭრილი სხვადასხვა მწვანილით (ქინძი, ოხრახუში, კამა), პილპილითა და მარილით.