აშშ სირიაში ძალის გამოყენებას გეგმავს
08:30:05     30-05-2012
დასავლური პრესა გაკვირვებას ვერ მალავს სირიაში მიმდინარე მოვლენებით და იმით, თუ რატომ იცავს ასე თავგამოდებით მოსკოვი ბაშარ ასადის რეჟიმს, რომელიც საკუთარ ხალხს დაუნდობლად ხოცავს. რუსეთი კი, იმის ნაცვლად ეს რეჟიმი თუნდაც დაგმოს მაინც, ასადის რეჟიმს იარაღით ამარაგებს.
ნიშნდობლივია ისიც, რომ რუსეთის ხელმძღვანელობის ტონი იმის საფუძველს არ იძლევას, უახლოეს მომავალში შესაძლებელია კონსენსუსის მიღწევა და სისხლისღვრის შეჩერება.
მეტიც. გამომდინარე აქედან, დასვლეთელ მიმოხილველთა მოსაზრებით, ღიად შეგვიძლია ვისაუბროთ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ახალი ვიცი ომის დაწყებია შესახებაც კი. ამაზე მეტყველებს თუნდაც პენტაგონის გადაწყვეტილება სირიის კონფლიტში შესაძლო სამხედრო ჩარევის შესახებ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი მზადაა ნებისმიერ წუთს შეიმუშაოს სირიის კონფლიტში ძალისმიერი ჩარევის გეგმა. ამის შესახებ განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების შიარაღებული ძალების შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის მეთაურმა, გენერალმა მარტინ დემპსიმ.
„მიმაჩნია, რომ ნებისმიერ საუბარს ძალის გამოყენების შესახებ წინ უნდა უძღოდეს დიპლომატიური ზეწოლა. ჩემს ამოცანას შეადგენს სამხედრო ჩარევის შესახებ გეგმის მომზადება და არა პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა. ამგვარად, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ჩარევის სხვადასხვა სცენარებს წარვადგენთ“, – განუცხადა დემპსიმ ტელეარხ CBS–ის.
ამასთან, მანვე მოუწოდა ყველას, სირიაში სამხედრო ჩარევას სიფრთხილით მოეკიდნონ. „თქვენ ყოველთვის მოძებნით სამხედრო მეთაურებს, რომლებიც ცოტა ფრთხილად მოეკიდებიან ძალის გამოყენებას, რადგანაც ბოლომდე არასოდეს არ ვართ დარწმუნებულნი, რომ ეს ნეგატიურ მოვლენებამდე არ მიგვიყვანს“, – თქვა Fox News–სთან ინტერვიუს დროს გენერალმა.
მანვე ეჭვი გამოთქვა სირიაში ლიბიური სცენარის განმეორობის შესაძლებლობის თაობაზე, როცა ამერიკის შეერთებული შტატები და მათი მოკავშირეები ოპოზიციას უშუალოდ ეხმარებოდნენ. თუმცა, არც ის გამორიცხა, რომ ვაშინგტონმა უკვე გამოცდილ მეთოდსაც არ მიმართოს.
ასადის რეჟიმზე ზეწოლის გაძლიერების შესახებ საერთაშორისო საზოგადოებრიობა ქალაქ ხულში, გასულ პარასკევს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ალაპარაკდა, რომლის დროსაც 100–ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 34 ბავშვი, მოკლულიქნა. მომხდარში დასავლეთმა სირიის რეჟიმი დაადანაშულა. გაეროს უშიშროების საბჭომ ექსტერნულ სხომაზე მათი ქმედებები დაგმო, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარის ზედმიწევნით შესწავლა მოითხოვა. სირიის ხელისუფლებამ კი, თავის მხრივ, ტრაგედიაში მონაწილეობა უარყოდა ყველაფერი ისლამისტ–ბოევიკებს გადააბრალა.
მანამდეც აშშ–ს ხელისუფლებამ ბაშარ ასადის არაერთხელ მოუწოდა გადამდგარიყო. თუმცა, ბოლო მომენტამდე ვაშინგტონი მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური მეთოდებით კმაყოფილდებოდა და დამასკოს სულ ახალ–ახალი სანქციებს უწესებდა.
ჩიკაგოს ამასწინანდელ სამიტზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსსენმაც განაცხადა.
თუმცა, 26 მაისის ღამით ხულის დამომბვის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების რეაქცია საკმაოდ მძაფრი იყო და სირიის წინააღდეგ სამხედრო ძალის გამოყენებაზე ალაპარაკდა.
ასე რომ ვნახოთ, გამოიღებს თუ არ შედეგს ვაშინგტონის შეგონებანი, თუ ასადის რეჟიმის წინააღდეგ სამხედრო ძალის გამოყენება აუცილებელი გახდება.