კრემ-ბორშჩი
11:25:32     06-12-2010
კერძის მომზადება უნდა დაიწყოთ პარალელურად ორი ქვაბით.
ქვაბი N1. ხორცი ცალკე იხარშება მარილიან, წიწაკიან, დაფნიან წყალში. როცა მოიხარშება, ამოიღეთ და დაჭერით იმ ზომაზე - რაც მოგესურვებათ (ჯობია თითო თემშზე ერთი დიდი ნაჭერი დაიდოს, ან ბევრი - თითო პატარა ლუკმის ხელა), ამავე წყალში მოხარშეთ კარტოფილიც.
ქვაბი N2. ცალკე თუშავთ ხახვს, სტაფილოს, კომბოსტოს, ჭარხალს. უმატებთ ტომატს, მწვანილს, ნიორს და რამდენიმე წუთის შემდეგ - იქვე ქვაბში დააბლენდერეთ. ნახარში გადაურიეთ ბოსტნეულის მასას თანდათან. ასე უფრო ადვილად მიხვდებით რა სისქის გამოვა. ეს მასა ერთად იხარშოს 10-15 წუთი. ბოლოს, აქვე ჩაყარეთ, პირველ ქვაბში მომზადებული მასა.
შეკმაზეთ ხმელი ქინძით და ხმელი რეჰანით. მარილი და წიწაკა გემოვნებით.
საერთოდ, ხორციანი სუფები მეორე დღეს უფრო გემრიელია, რადგან ხორცი თავიდან იცლება გემოსგან - რათა ბულიონი გაამდიდროს. სამაგიეროდ, მეორე დღეს უკვე თავადაც ხდება გემრიელი. წვენის ხარჯზე.