მოხრაკული ქათამი კვერცხით
09:21:01     29-05-2012
მასალა:
ქათამი
ხახვი - 3-4 მოზრდილი თავი
ერბო - 2 სუფრის კოვზი
მწვანილი - 3-3 ძირი
კვერცხი - 3-4 ცალი
მარილი - გემოვნებით
საშუალო სიდიდის ქათამი დავჭრათ ნაჭრებად, ჩავყაროთ ქვაბში, დავდგათ ცეცხლზე და მოვხრაკოთ. ცალკე ტაფაზე, ერბოში, კარგად მოვშუშოთ ხახვი და მოვასხათ მოხრაკულ ქათამს. დავასხათ იმდენ ცხელი წყალი, რომ შიგთავსი დაიფაროს და ვხარშოთ 15-20 წუთი. ჩავყაროთ შიგ წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, კამა, მარილი და ჩავახალოთ კვერცხი. კვერცხის მოხარშვისთანავე კერძი მზადაა.