
1912 წლის თბილისის პირველი ფერადი ფოტოები
09:17:27     28-05-2012
ფოტოების გადაღების ზუსტი დრო და გარემოება უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, ეს 1912 წლის ზაფხულში მოხდა. ამრიგად, დედაქალაქის პირველი ფერადი ფოტოსესიის ასი წლის იუბილე ახლოვდება.
ამ დროისთვის პროკუდინ-გორკის 6 ფერადი ნამუშევარია ცნობილი, რომლებზეც თბილისის ხედებია აღბეჭდილი. სხვა სამი ფოტო შავ-თეთრია. საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით ფერად ფოტოებს ციფრული რესტავრაცია ჩაუტარდა.