შოკოლადის და ალუბლის ნამცხვარი

  08:17:41     28-05-2012

მასალა:

ფირფიტა:

პურის ფქვილი 6 ს/კ.

კარაქი 100გრ.

შაქარი 6 ს/კ.

კვერცხი 3ც.

არაჟანი 5 ს/კ.

რომი 1 ჩ/კ.

კაკაო 4 ს/კ.

სოდა 1 ჩ/კ.

ძმარი 1 ჩ/კ.

 

კრემი:

არაჟანი 400გრ.

შაქარი 4 ს/კ.

ვანილი 10გრ.

 

მინანქარი (გალაზური):

შაქარი 5 ს/კ.

კაკაო 2 ს/კ.

არაჟანი 3 ს/კ.

ვანილი გემოვნებით.

 

შიგთავსი:

ალუბლის მურაბა გემოვნებით.

 

მომზადება:

ფირფიტის მომზადება:

დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავამატოთ კვერცხი, არაჟანი, სოდა ძმრით ათქვეფილი, ფქვილი, კაკაო, რომი და კარაგად ავურიოთ (ცომს უნდა ჰქონდეს სქელი არაჟნის კონსისტენცია). გამოსაცხობ ფორმას წავუსვათ ზეთი, მოვაყაროთ მანანის ბურღული, ჩავასხათ მასში მომზადებული ცომი და გამოვაცხოთ 200* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში დაახლოებით 20–25 წუთის განმავლობაში.

 

მინანქარის (გლაზურის) მომზადება:

შაქარს დავამატოთ კაკაო, არაჟანი, დავდგათ გაზქურაზე და წამოვადუღოთ (დუღილისას განუწყვეტლივ ვურიოთ), დუღილის ბოლოს დავამატოთ ვანილი, კარგად ავუროთ და გადმოვდგათ გაზქურიდან.

 

კრემის მომზადება:

არაჟანი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, შემდეგ დავამატოთ ვანილი და კარგად ავურიოთ.

 

ნამცხვრის აწყობა:

გამომცხვარი ფირფიტა გავაცივოთ, გავჭრათ შუაზე ორ ნაწილად, ორივე ნაწილი დავნამოთ მურაბის წვენით, შემდეგ ქვედა ნაწილს წავუსვათ მომზადებული კრემის ნახევარი, დავაწყოთ მასზე ალუბალი მურაბიდან, წავუსვათ დარჩენილი კრემი, დავაფაროთ ფირფიტის მეორე ნაწილი და მოვასხათ მომზადებული მინანქარი.