
დაიწყო „ბიბის“ მიტინგის მარგინალიზაცია
13:53:30     27-05-2012
„ბიბის“ რუსული ოცნების ფანებს ქართული მიტინგების ყველაზე მარგინალი წევრები, ძმები გაჩეჩილაძეები შეუერთდნენ. თუ როგორ „ჯიგრულად“ მთავრდება მიტინგი მაშინ, როცა ფულებზე გადარეული გაჩეჩილაძეები იღებენ მონაწილეობას, ამის საილუსტრაციოდ ბოლო წლების მანიფესტაციებიც მოწმობს.
სხვათაშორის, ერთ-ერთი ინფორმაციით, გრეჩიხებისთვის მისაცემი "ქეში, "ბიბიმ" ცოტა ხნის წინ იშოვა, როცა კალაძეების დახმარებით, ლაშა ნაცვლიშვილის ნახევარ მილიონიან სახლში, 2 მილიონ 500 ათასი დოლარი გადაიხადა და ასე გაათეთრა მორიგი მილიონები (ნაცვლიშვილმა 800 ათასი აიღო, მილიონ 700 ათასი კი ივანიშვილს მიუცუნცულა).
თუმცა, სიურპრიზი ამით არ ამოწურულა. ლევან და გია გაჩეჩილაძეების გარდა, ივანიშვილის ოცნების მიტინგს ნინო ბურჯანაძე და ე.წ. სახალხო კრებაც შეუერთდება.
მას შემდეგ, რაც გასულ მაისს, „ნინო ჩაომ“, ჯერ ხალხი შეკრიბა, მერე კი, მიტინგიდან სამარცხვინოდ გაქცეულმა მისმა ესკორტმა პოლიციელის სიცოცხლეც შეიწირა, ხალხმა მას სათანადო ადგილი მიუჩინა - პოლიტიკური სანაგვე. თუმცა, როგორც ჩანს, ქართული პოლიტიკის ახალმა „მენაგვემ“, ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკური გვამებისა და ნაგავის შეგროვება უკვე დაიწყო...