თავდაცვის სამინისტროს განცხადება

  09:25:54     26-05-2012

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე – საქართველოს პარლამენტის ახალი შენობის გახსნასა და სამხედრო აღლუმზე დამსწრე მასმედიის წარმომადგენლებისათვის განკუთვნილი გრაფიკი.

მასმედიის წარმომადგენლებისათვის 10:00 სთ-დან იმუშავებს მედიაცენტრი. (მთავრობის სახლი; მის.: ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძიშის ქ. 5)
მედიაცენტრში 11:00, 13:00, 15:00 საათზე გაკეთდება საქართველოს პარლამენტრის წევრებისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებები.

მედიაცენტრში მუშაობის მსურველი ჟურნალისტები უნდა მობრძანდნენ   ქ. ქუთაისში, 9 აპრილის ქუჩაზე, 9:00 სთ-დან 9:30 სთ-მდე.

საპარლამენტო სესიაზე დამსწრე ჟურნალისტები უნდა მობრძანდნენ მედიაცენტრში 14:30 სთ–დან 15:00 სთ –მდე მისამართზე - ქ. ქუთაისი, 9 აპრილის ქუჩა.

შესაძლებელია საპარლამენტო სესიაზე დამსწრე ჟურნალისტები 15:00-მდე იმყოფებოდნენ მედიაცენტრში.

სამხედრო აღლუმზე დამსწრე მასმედიის წარმომადგენლები უნდა მობრძანდნენ 9 აპრილის ქუჩაზე 15:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე.

სავალდებულოა სააკრედიტაციო ბარათების და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქონა. 

mod.gov.ge