ნატომ რუსეთის მხრიდან ლიტვაზე აგრესიის საფრთხე აღიარა და მზადაა თავდასხმა მოიგერიოს
09:24:44     24-05-2012
ჩიკაგოს ნატოს სამიტის მონაწილე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აუდრონიუს აჟუბალისმა განაცხადა, რომ ლიტვა სამიტის შედეგებით კმაყოფილია. მისი თქმით, ამ მომენტისთვის ალიანსი კონსოლიდირებულია როგორც არასოდეს და ალიანსი მის საზღვრების გვერდით არსებული ტერიტორიების მილიტარიზაციას სერიოზულ ყურადღებას აქცევს.
„ყველა დოკუმენტი, რომლებიც ერთობლივი თანხმობით იქნა მიღებული, იმის დემონტრირებას ახდენს, რომ ალიანსის 28–ვე წევრს, მიუხედავად დისკუსიისა, საერთო მოსაზრება გააჩნია. ლიტვისთვის ძალზე მნიშვნელოვანია რამდენიმე მომენტი: ის, რომ ალიანსი სერიოზულ ყურადღებას მიაქცევს თავისი საზღვრის მახლობლად რუსეთის არაპროპორციულ სამხედრო განვითარებას, ასევე ჩვენ ვამბობთ, რომ ალიანსი დარჩება ბირთვული მანამ, სანამ სხვა სახელმწიფოებს ექნებათ ბირთვული იარაღი.
ხაზგასმულია, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვასთან, ჩვეულებრივ შეიარაღებასთან და ბირთულ იარაღთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა, ის საკმარისია და სიტუაცია ასეთი უნდა იყოს და დარჩეს კიდეც“.
აჟუბალისმა აღნიშნა, რომ ნატოში მიესალმებიან ლიტვის წინადადებას ენერგეტიკული ცენტრის უსაფრთხოების აკრედიტაციის შესახებ.
„ვფიქრობ, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანია, როგორც, მნიშვნელოვანია გადწყვეტილება საჰაერო პოლიციის მისიის შესახებ, რომელიც მომავალში დროებითი შეზღუდვის გარეშე გაგრძელდება და „ჭკვიანი თავდაცვის“ ერთ–ერთი საუკეთესო მაგალითია“ – ამტკიცებდა მინისტრი.
ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ლისაბონში შეხვედრიდან ორი წლის შემდეგ ჩანს, რომ ალიანსი ვითარდება და გამოწვევებზე რეაგირებს.
„ხაზი გაესვა, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პირველი ფრაზა (მთლიანობაში სულ ოთხი იქნება) წარმატებით იქნება რეალიზებული. გამოდის, რომ წინ მივიწევთ. მე ვიტყოდი, რომ ნატო როგორც არასოდეს ერთიანია. მანამდე მიმდინარეობდა დისკუსიები, საითკენ მიდის ნატო, რას აკეთებს, მაგრამ მოცემულ მომენტში ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ნატო პარტნიორებთნ ერთად ლაპარაკობს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ეს პირველი სამიტია, სადაც პარტნიორები ბევრს საუბრობენ. ნატოს სივრცეში მშვიდობის განმტკიცებისათვის საჭიროა პარტნიორები, ამიტომაც ჩვენ ვხვდებით 13 ქვეყანას, რომლებიც სტაბილურობაზე ფიქრობენ“ – მიუთითა მინისტრმა.
აჟუბალისმა აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაჯგუფებული ქნა ის ოთხი ქვეყანა, რომლებიც ნატოს მიმართულებით მიისწრაფვიან და მათ შორისაა საქართველო.
„კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს მიუწოდებენ საქართელოდან გამოყოფილი ტერიტორიების ცნობა უკან წაიღოს“, – ხაზი გაუსვა მინისტრმა.
აჟუბალისის თქმით, ლიტვა სამიტის შედეგებით კმაყოფილია, ხოლო ალიანსის ამჟამინდელი მდგომარეობა მას კარგად მომუშავე ავტომობილს აგონებს.
„ნატო კონსოლიდირებულია როგორც არასოდეს, მე ეს კარგად გარეცხილ ავტომობილს მაგონებს: ძრავა მუშაობს და წინ მიიწევს. ლიტვა ძალზე კმაყოფილია შედეგებით“, – დასკვნა მან.