შოკოლადის ნამცხვარი ნიგვზით
08:52:18     24-05-2012
მასალა: ხორბლის ფქვილი – ნახევარი ჩაის ჭიქა, შაქარი – ნახევარი ჩაის ჭიქა, კაკაოს ფხვნილი – 2 სუფრის კოვზი ცომისთვის და 3 სუფრის კოვზი გლაზურისთვის, კვერცხი – 2 ცალი, კარაქი – 120 გრამი ცომისთვის და 5 სუფრის კოვზი – გლაზურისთვის, რძე – 2 სუფრის კოვზი, მარილი – 1/4 ჩაის კოვზი, ნიგოზი, შოკოლადი - გემოვნებით.
გამდნარ კარაქს დავუმატოთ შაქარი და ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დავუმატოთ ფქვილი, მარილი, კაკაო, კვერცხი და ავთქვიფოთ. მოვათავსოთ ფორმაში. ვაცხოთ 35 წუთის განმავლობაში. შოკოლადის გლაზურისთვის, კარაქი და კაკაო ავურიოთ ერთმანეთში, შემდეგ დავამატოთ რძე, შაქრის ფხვნილი და ავადუღოთ. ბისკვიტს წავუსვათ გლაზური, დავჭრათ ნაჭრებად და გავაფორმოთ ნიგვზით და შოკოლადით.