თენგიზ აბულაძე - დიდი ქართველი რეჟისორი

  08:54:25     23-05-2012

მნიშვნელოვანია გულმხურვალე ვედრებითა და მონანიებით მოშუშება იმ წყლულებისა და იარებისრაც საუკუნეების მანძილზე მიაყენა ბოროტებამ კაცობრიობას”.   .აბულაძე

ბიოგრაფიული შტრიხები

თენგიზ აბულაძე 1924წლის 31 იანვარს  ქუთაისში დაიბადა. 
1943-1946 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, სარეჟისორო ფაკულტეტზე.
კურსდამთავრებულმა თენგიზ აბულაძემ, დიდი რუსი რეჟისორის სერგეი ეიზენშტეინის რჩევით წარმატებით ჩააბარა გამოცდები მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში(“ვგიკი”), კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე (რეზო ჩხეიძესთან ერთად).

1953 წელს თენგიზ აბულაძემ მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში  სერგეი იუტკევიჩის სახელოსნო დაამთავრა. დაწყებული სადიპლომო ფილმიდან, ის ნაყოფიერად და წარმატებულად მოღვაწეობდა როგორც რეჟისორი და სცენარისტი.

1974 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. ამავე წლიდან იგი კინოსტუდია “ქართული ფილმის” პირველი შემოქმედებითი გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელია, 1994 წლიდან საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის მდივანია.

გარდაიცვალა 1994 წლის 6 მარტს.
დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

შემოქმედება

1955 წელს ეკრანებზე თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის ერთობლივი ფილმი “მაგდანას ლურჯა”გამოვიდა, ეს ფილმი ქართული კინოს ისტორიაში გარდატეხის დასაწყისად მოიაზრება. ფილმმა სტალინური იდეებით  გაჟღენთილი სტერეოტიპი დაანგრია და  მსოფლიოს  საქართველო და ქართული კინო ცოცხალი სახეებითა და ხასიათებით, რეალური სინამდვილით გააცნო. ამ ფილმის შემდეგ, თენგიზ აბულაძეს ავანგარდისტად მიიჩნევდნენ. დამოუკიდებლად გადაღებულ ფილმებში: “სხვისი შვილები”, “მე ბებია ილიკო და ილარიონი” კრიტიკოსებმა ხან იტალიური “ნეორეალიზმის”,  ხანაც ფრანგული “ახალი ტალღის” გავლენა აღმოაჩინეს,  დღეს კი თენგიზ აბულაძე, ქართული კინოს კლასიკოსად ითვლება.

თენგიზ აბულაძის რეჟისორული მოღვაწეობით ახალი ეტაპი დაიწყო ქართულ კინემატოგრაფიაში, მისი შემოქმედება მთლიანად აგებულია მარადიულ თემებზე, კაცობრიობის სატკივარზე და არა კონკრეტულ ეპოქაზე და კონკრეტულ პირებზე. რეჟისორი ამ ხერხით ადვილად უპირისპირდება სოციალისტური რეალიზმის ესთეტიკას. 

1967 წელს აბულაძე თავისი ცნობილი ტრილოგიის პირველ ფილმში “ვედრება’ სწორედ იმ თემას შეეხო, რომელიც აქტუალური მხოლოდ დღეს გახდა. 
1976 წელს  კინოეკრანებზე  ტრილოგიის მეორე ფილმი “ნატვრის ხე” გამოვიდა და დიდი წარმატება ხვდა წილად, მას თითქმის ყველა ფესტივალზე უჩვენებდნენ.
“მონანიება” ტრილოგიის ბოლო დამაგვირგვინებელი ფილმია, მისი პრემიერა 1986 წელს შედგა. მას ხალხმა “პერესტროიკის მერცხალი” უწოდა.  ეს არის ფილმი ბოროტების, ძალადობისა და შეუწყნარებლობის დამანგრეველ შედეგებზე, რაზეც პასუხისგება მემკვიდრეობით გადაეცემა მომავალ თაობას.  ამ ფილმის გადაღებას დასაწყისშივე დიდი წინააღმდეგობა შეხვდა კრემლის მხრიდან და ალბათ ძალზე ძვირად დაუჯდებოდათ მის შემქმნელებს, საბჭოთა სისტემას ნგრევა რომ არ დაეწყო.
”მონანიების” შემდეგ თენგიზ აბულაძემ ახალ ფილმზე დაიწყო ფიქრი, რომელიც ნანა ჯანელიძის თქმით, ილიას მკვლელობით უნდა დაწყებულიყო და გალაქტიონის თვითმკვლელობით  დასრულებულიყო.

სამწუხაროდ, მან ვერ მოასწრო ამ პროექტის დასრულება.

წყარო