პუტინმა მედვედევის მთავრობა დაამტკიცა

  12:34:25     22-05-2012

რუსეთის მთავრობის ფორმირება დასრულდა და პრეზიდენტმა პუტინმაც ახალი მთავრობის სტრუტურა და შემადგენლობა დაამტკიცა. რუსეთის ყოფილი პრეზიდენტისა და ახალი მთავრობის მეთაურის, ანატოლი მედვედევის განცხადებით, მისი კაბინეტის შემადგენლობის სამი მეოთხედი ახალი კადრია.

მთავრობის პირველ ვიცე–პრემიერად ისევ იგორ შუვალოვი დარჩა, ხოლო ვიცე–პრემიერებად ვლადიმერ სურკოვი, დიმიტრი როგოზინი, ალექსანდრე დვორკოვიჩი, ოლგა გოლოდეცი, დიმიტრი კოზაკი და პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ჩრდილოეთ კავკასიის ოლქში, ალექსანდრე ხლოპონინი დაინიშნენ.

რაც შეეხებათ კაბინეტის დანარჩენ წევრებს, ანტონ სილუანოვმა ფინანსთა მინისტრის პოსტი შინარჩუნა, ხოლო ვიტალი მუტკო სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს გაუძღვება. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს, მოსკოვის ოლქის გუბერნატორად დანიშნული, სერგეი შოიგუს ნაცვლად, მისი მოადგილე, ვლადიმერ პუჩკოვიჩაუდგება სათავეში. საგარეო საქმეთა უწყებას კვლავინდებურად სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს, ხოლო თავდაცვის სამინისტროს – ანატოლი სერდიუკოვი. ტრანსპორტის სამინისტროს მოსკოვის მთავრობის დეპარტამენტის დირექტორი, მაქსიმ სოკოლოვი ჩუდგება სათავეში, სოფლის მეურნეობას კი – ჩუვაშეთის ყოფილი თავკაცი, ნიკოლაი ფიოდოროვი, ხოლო კავშირგაბმულობისა და მასობრივი კომუნიკაციის სამინისტროს – თათარსტანის კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრი, ნიკოლაი ნიკიფოროვი.  შინაგან საქმეთ მინისტრად რაშიდ ნურგალიევის ნაცვლად დაინიშნა მოსკოვის პოლიციის სამმართელოს ყოფილი უფროსი, ვლადიმერ კოლოკოლცევი.

რეგიონების სამინისტროს ოლეგ გოვორუნი უთავკაცებს, სამრეწველო ვაჭრობის სამინისტროს – დენის მანტუროვი. ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების სამინისტრო ვერონიკა სკვორცოვას ჩაბარდა, რომელმაც ამ პოსტზე თამარა გოლიკოვა შეცვალა. მინენერგოს ხელმძღვანლად ალექსანდრე ნოვაკი დაინიშნა, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კი მთავრობის აპარატის მეთაურის მოადგილე, ალექსანდრე ბოლოუსოვი გაუძღვება.

შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მაქსიმ ტოპილინი უთავკაცებს, ბუნების დაცვის სამინისტროს კი – სერგეი დონსკოი, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს – დიმიტრი ლივანოვი.

კულტურის მინისტრად ვლადიმერ მედინსკი დაინიშნა, ხოლო იუსტიციის სამინისტროს კვლავინდებურად ალექსანდრე კონოვალოვი გაუძღვება, შორეული აღმოსავლეთის საქმეთა სამინისტროს კი – პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი, ვიქტორ იშაევი. ღია მთავრობასთან კავშირის  მინისტრი მიხეილ აბიზოვი გახდება.