აკრედიტაციის ვადა ორი დღით გახანგრძლივდა
08:10:30     22-05-2012
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სამხედრო აღლუმი ქ. ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ტარდება.
მედია საშუალებების წარმომადგენლებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან გააშუქონ აღნიშნული ღონისძიება, შეუძლიათ გაიარონ აკრედიტაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 23 მაისის ჩათვლით. (აკრედიტაციის ვადა 7-დან 21 მაისის ჩათვლით იყო და გახანგრძლივდა კიდევ ორი დღით)
სააკრედიტაციო ბარათების გაცემა იწარმოებს 24-25 მაისს 12:00 საათიდან 19:00 საათამდე
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; ქ. თბილისი, გენ. კვინიტაძის ქ. N20;
2. "მთავრობის სახლი"; ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის ქ. N5
აკრედიტაცია შესაძლებელია გაიარონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებმა: ელექტრონული და ბეჭდვითი პერიოდული გამოცემების, რადიო, ტელე, ვიდეო, ფოტო, კინო და დოკუმენტური პროგრამების ჟურნალისტებმა, პროდიუსერებმა და რედაქტორებმა, ტექნიკურმა პერსონალმა. დასწრების მსურველმა მედიის წარმომადგენლებმა აკრედიტაციის მისაღებად უნდა შეავსონ აკრედიტაციის ფორმა თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე:
http://www.mod.gov.ge/?page=4&lang=0
შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ აკრედიტაციის ფორმის შევსების შემდეგ, 24 საათის განმავლობაში არ მიიღებთ შეტყობინებას აკრედიტაციის წარმატებით გავლის შესახებ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე
291-04-21; 577 19 00 87; 577 19 00 96.