პიცა სოკოთი
08:09:32     22-05-2012
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 200გრ.
საფუარი (დროჟი) 1 ჩ/კ.
თბილი წყალი 150მლ.
მარილი 1/4 ჩ/კ.
ზეთი 2 ს/კ.
შიგთავსი:
ქამა სოკო 300გრ.
პომიდორი 4ც.
კეჩუპი 100–150გრ.
ხახვი 1–2 თავი
კვერცხი 1ც.
მაიონეზი 200მლ.
გახეხილი ყველი 5 ს/კ.
ზეთი შესაწვავად
შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
გაცრილ ფქვილს დავამატოთ საფუარი, მარილი, ზეთი, თბილი წყალი და მოვზილოთ ცომი, გადავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ თბილ ადგილზე 1 საათით, შემდეგ მომზადებული ცომი გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე, წავუსვათ კეჩუპი, შემდეგ მთლიან ზედაპირზე თანაბრად გადავანაწილოთ მოთუშული სოკო, სოკოზე დავაწყოთ მრგვალად დაჭრილი პომიდორი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, წავუსვათ კვერცხიანი მასა და გამოვაცხოთ 200* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.
შიგთავსის მომზადება:
სოკო დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და მოვთუშოთ ზეთში, შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მოვაყაროთ პილპილი, მარილი და გავაჩეროთ ნელ ცეცხლზე 1–2 წუთი, შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან და გავაცივოთ. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ კვერცხი, დავამატოთ მაიონეზი, გახეხილი ყველი და კარგად ავურიოთ.