
დასრულდა სპეკულაცია დავით გარეჯის ირგვლივ...
12:35:50     21-05-2012
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ მიმდინარე სპეკულაციას, ბოლო გუშინ მოეღო. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩიკაგოში, ორი ქვეყნის - საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა სამონასტრო კომპლექსის სადავო მონაკვეთის შესახებ იმსჯელეს და გადაწყვეტილების მიღება სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელებს დაავალეს.
საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება რომ ვიზიტორები არ გადაადგილდებიან აზერბაიჯანის ტერიტორიის სიღრმეში", - ნათქვამია საქართველოს შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში.
"როგორც ცნობილია, ეს პროცესი უკვე წლებია გრძელდება, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის მიღებული. ეს ლეგიტიმური მოლოდინია და ჩვენ ამ ვალდებულებას ვიღებთ და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, ვიმუშავებთ იმაზე, რომ დასრულდეს დელიმიტაციის პროცესი ჩვენს - ორ მეგობრულ სახელმწიფოს შორის. ამ მნიშვნელოვან მონაკვეთსა და სხვა მონაკვეთებზე" - განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა.
დღეიდან, იმ მონაკვეთზე, სადაც ბოლო დღეების მანძილზე ქართველ მომლოცველებს და ტურისტებს მესაზღვრეები არ უშვებდნენ, გადაადგილების პრობლემა მოეხსნათ.
"ჩიკაგოში გაიმართა საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა. პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელებს დაავალეს დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემის მოგვარება.
ამა წლის 20 მაისს შედგა სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა, რომელზეც გადაწყდა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის პროცესის დასრულებამდე სამონასტრო კომპლექსის მთელ ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად მოხდება როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე საქართველოში მყოფი უცხოელი ტურისტების დაშვება.საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება რომ ვიზიტორები არ გადაადგილდებიან აზერბაიჯანის ტერიტორიის სიღრმეში", - ნათქვამია საქართველოს შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში.
"როგორც ცნობილია, ეს პროცესი უკვე წლებია გრძელდება, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის მიღებული. ეს ლეგიტიმური მოლოდინია და ჩვენ ამ ვალდებულებას ვიღებთ და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, ვიმუშავებთ იმაზე, რომ დასრულდეს დელიმიტაციის პროცესი ჩვენს - ორ მეგობრულ სახელმწიფოს შორის. ამ მნიშვნელოვან მონაკვეთსა და სხვა მონაკვეთებზე" - განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა.
ბოკერიამ ქართველ ოპოზიციონერთა ბოლოდროინდელ ქმედებებს უპასუხისმგებლო უწოდა და აღნიშნა, რომ შეიძლება, რიგ შემთხვებში, გულწრფელი არაინფორმირებულობის, ზოგ შემთხვევაში კი - საუბარი მაქვს პოლიტიკოსებზე, ინფორმირებულ ადამიანებსა და ცნობილ ადამიანებზე - ეს იყო მიზანმიმართული ზიანის მიყენების მცდელობა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის".