უხა

  04:20:22     21-05-2012

მასალა:

თევზი (ორაგული) 500გრ.

კარტოფილი 5ც.

ხახვი 1–2 თავი

სტაფილო 1ც.

ბრინჯი 0,5 ჭიქა

კიტრის მწნილი 2ც.

დაფნის ფოთოლი 2ც.

კამა და მარილი გემოვნებით.

მომზადება:

თევზი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და ვხარშოთ 20–30 წუთის განმავლობაში. შემდეგ ამოვიღოთ თევზი ბულიონიდან, ბულიონი გავფილტროთ, დავამატოთ ბრინჯი და თითქმის მზად რომ იქნება  დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, წვრილად დაჭრილი სტაფილო, 15–20 წუთის შემდეგ დავამატოთ თევზი (მოხარშულ თევზს ძვალი გამოვაცალოთ), კუბიკებად დაჭრილი კიტრის მწნილი, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, ჩავაგდოთ დაფნის ფოთოლი და ვხარშოთ მომზადებამდე. ხარშვის ბოლოს დავამატოთ კარაქი გემოვნებით.