
ალუბლის მურაბა
10:12:14     19-05-2012
მასალა:
ალუბალი - 1 კილოგრამი
შაქრის ფხვნილი - 1 კილოგრამი
გადარჩეულ, გარეცხილ ალუბალს ფრთხილად გამოვაცალოთ კურკა, ფენებად მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი, გავაჩეროთ რამოდენიმე საათი. დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ; როცა მზად იქნება (არ უნდა გადაიხარშოს), გავაგრილოთ ჩავსხათ ქილებში, მოვუკრათ თავი და შევინახოთ.