საერთაშორისო ექსპერტი, რუსეთის „დიდი რვიანიდან“ გამოძევებას მოითხოვს

  21:36:21     18-05-2012

Peterson Institute for International Economics–ის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, რუსეთის საკითხის ერთ–ერთ ყველაზე მსხვილი დასავლეთელი სპეციალისტი, საერთაშირისო ექსპერტი, ანდერს ასლუნდი ამერიკულ ჟურნალ Foreign Policy–ში წერს,  პუტინმა გააცნობიერა, რომ კემპ–დევიდის G8–ის სამიტზე მისი ადგილი არ არის. ამიტომ,“დიდმა რვიანმაც“ შესაბამისაც უნდა შეაფასოს პუტინის ქმედება და რუსეთი G8–დან გამოაძევოს.

ასლუნდი ობამასაც რეკომენდაციას აძლევს „გადახედოს „გადატვირთვის“ კონცეფციას“, რადგანაც „ ვითარება შეიცვალა“.

თუ მედვედევმა პრეზიდენტობისას „ რუსეთის ურთერთობები პრაქტიკულად ყველასთან მოაწესრიგა“, პუტინმა საგარეო პოლიტიკაში პრიორიტეტულ ამოცანად ევრაზიული კავშირის შექმნა გამოაცხადა. „ეს უნდობლობისა და იზოლაციის ნიშანია“, მიუთითებს ექსპერტი. შემდეგ პუტინმა გამოაცხადა, რომ G8–ის სამიტზე არ წავა. ასლუნდი აღნიშნავს, რომ პუტინის „განმარტება“ „სიმართლისგან შორს დგას“.

 „პუტინმა თავისი სისტემატური მოქმედებებით რუსეთი ნახევრადემოკრატიული სახელმწიფოდან ავტორიტარულად გადააქცია. ხშირია საუბრები პირადად მისი მხრიდან აღმაშფოთებელი კორუფციის თაობაზე. მართალია დიპლომატიურ ურთიერთობებში ხშირად გიწევს სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასავლეთი ვალდებულია, პუტინი ყველა ფორუმზე მიიწვიოს“.

ასლუნდი რუსეთ–ნატოს საბჭოსა და G8–ს შორის საბჭოს გაუქმების რეკომენდაციითაც გამოდის: „რუსეთი არ წარმოადგენს დემოკრატიულს ამ სიტყვის ყველაზე ბუნდოვანი გაგებითაც კი და ამიტომაც რუსეთის G8–ში წევრობა საფუძველს მოკლებულია“. G8–ს ლიდერებს შორის პუტინის ყველა გულითადი მეგობარი – ბერლუსკონი, შრიოდერი და შირაკი „გადადგნენ და სამართლიანადაც იყვნენ დისკრედიტირებულნი“.

მან ასევე შეახსენა, რომ  პუტინი ნატოს სამიტზე, ბოლოს, ბუქარესტში 2008 წლის  აპრილში იმყოფებოდა. ამის შემდეგ პუტინი საქართველოს დაესხა თავს.

ობამამ სათანადო პასუხი უნდა გასცეს პუტინ–პრეზიდენტს. დასაწყისისთვის პუტინს აცნობოს, რომ მას არ შეხვდება მანამ, სანამ არ შეწყდება ამერიკის ელჩ მაკფოლის დევნა, რეკომენდაციას იძლევა ექსპერტი.

G8–ს სამიტთან დაკავშირებულ სიტუაციაში ,ობამამ პუტინს „საშუალება მისცა, ის დაემცირებინა“, მიაჩნია სტატიის ავტორს. „ ობამას უნდა ეთქვა: მისთვის გასაგებია, რომ რომ პუტინისთვის სამიტი საინტერესო არ არის, რადგანაც რუსეთი უკვე არაა დემოკრატიული და G7–საც გაუქრა სურვილი რუსეთი დემოკრატიულ კლუბში მიიპატიჟოს“.

პირიქით, საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებში – G20–ში და მსო–ში რუსეთს გულღიად უნდა მივესალმოთ. „ამერიკა დაინტერესებულია რუსეთთან მომგებიან ვაჭრობაში. მაგრამ აშშ იმაშიც დაინტერესებულია, რომ რუს ლიდერს თავისი ადგილი მიუჩინოს“, წერს ასლუნდი და იქვე ასკვნის, რომ ობამა პუტინს მაამებლურად ექცევა, რაც ამერიკულ–რუსულ ჯანსაღ ურთიერთობებს მხოლოდ ზიანს აყენებს.

1997 წელს G7 რუსეთს მიხელ გორბაჩოვისა და ბორის ელცინის დემოკრატიული გარდაქმნების გამო მიესალმებოდა. თუმცა, იმის გამო, რომ იქაური დემოკრატია უკვე გროშადაც არ ფასობს, რუსეთის G8–ში წევრობა საფუძელს მოკლებულია“, ასკვნის თავის სტატიაში ანდერს ასლუნდი.