კუბდარი
08:22:50     18-05-2012
მასალა:
300 გრ. ოდნავ ამოყვანილი მაგარი ცომი
250 გრ. ნაკლებცხიმიანი ხბოს რბილი ხორცი
100 გრ. ხახვი
5 გრ. წიწაკა
15 გრ. სვანური მარილი
ცოტაოდენი ძირა
დავჭრათ ხორცი წვრილ კუბიკებად. დავჭრათ ხახვი წვრილად და შევურიოთ ხორცს სვანურ მარილთან და ძირასთან ერთად (მარილი და წიწაკა გემოვნებით). გავაბრტყელოთ ცომი, მიღებული მასა მოვათავსოთ გაბრტყელებულ ცომში, მოვუკრათ თავი და ისევ გავაბრტყელოთ. გაბრტყელების შემდეგ ცომის თავი გავხსნათ. ეს იმიტომ, რომ ცომი არ გაიბეროს. შემდეგ მოვათავსოთ ღუმელში და გამოვაცხოთ.