ივანიშვილის მორიგი აგრესია ჟურნალისტებს ივანიშვილის მორიგი აგრესია ჟურნალისტებს />


  19:57:52     17-05-2012

ივანიშვილის მორიგი აგრესია ჟურნალისტებს

a18162.jpg

ბიძინა ივანიშვილი დღეს ბინათმშენებლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდა. ოლიგარქი წინასაარჩევნოდ დაინტერესდა მათი ბედით, მაგრამ არასდროს გასჩენია კითხვა - რა პირობებში იმყოფებიან ის ადამიანები, ვინც ერეკლე მეორის სამ ნომერში ცხოვრობდნენ. იქ, სადაც ახლა ოლიგარქის პარტიის ცენტრალური ოფისია. 

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა, ჩვენთან საუბრისას ჰყვება, თუ როგორ შეუკვეთა სახელდახელოდ შექმნილ ორგანიზაციას ივანიშვილმა სარჩელის შეტანა სასამრთლოში. სარჩელის მიხედვით, ივანიშვილი, ერეკლეს სამი ნომრიდან მოქალაქეთა გამოსახლებას ითხოვდა.

მაშინ, შევარდნაძის დროს, სასამართლოზე ოლიგარქი არ გამოჩენილა, თუმცა, წლების შემდეგ გაირკვა, რომ ივანიშვილმა რამდენიმე ოჯახი უსახლკაროდ, ღია ცის ქვეშ დატოვა...

„ერეკლე მეორის სამ ნომერში 20 წლის მანძილზე ცხოვრობდა შალვა ნათელაშვილის და, სხვა ოჯახებთან ერთად. სხვათაშორის, გარკვეული პერიოდი, შალვა ნათელაშვილიც იქ ცხოვრობდა, როდესაც ახალგაზრდა გამომძიებელი იყო.

რამდენიმე წლის წინ კი, ივანიშვილმა შეიტანა სარჩელი სასამართლოში. უფრო სწორად შეატანინა მის მამიდაშვილს, ორგანიზაცია „ჯანმრთელობის“ სახელით. არანაირი კაპიტალი არ ჰქონდა ამ ორგანიზაციას და არც არავინ იცოდა მანამდე მის შესახებ რამე.

გამოიტანეს უკანონო გადაწყვეტილება და თებერვლის თვეში, ცივ ზამთარში გამოასახლეს ეს ადამიანები ამ შენობიდან. როგორც ხედავთ, ახლა იმ შენობაში მეოცნებეთა კანტორაა“ - ამბობს „ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა.

„მშრომელების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „პრესა.ჯი“-ს კიდევ ერთი ინფორმაცია მიაწოდა. გიორგი გუვავას თქმით, ბიძინა ივანიშვილი, როდესაც სუნამოების ბიზნესით იყო დაკავებული (რუსეთში წასვლამდე) სწორედ იმ შენობაში ცხოვრობდა, სადაც ახლა მისი პარტიის ცენტრალური ოფისია გახსნილი.

მოგვიანებით კი, ოლიგარქი, სუნამოებიდან სამზარეულოების ბიზნესზე გადავიდა (მოსკოვიდან ჩამოჰქონდა). შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა საქართველო დატოვა და რუსეთში წავიდა. მას ერეკლე მეორის ქუჩაზე აღარ უცხოვრია, თუმცა პოლიტიკაში გამოჩენისთანავე, სახლი, სადაც წლების წინ ცხოვრობდა, გაარემონტა და პარტიის ცენტრალურ ოფისად გადააკეთა.

დღეს კი, როცა ივანიშვილი ბინათმშენებლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებს ხვდებოდა, სამწუხაროდ, არაფერი უთქვამს იმ ოჯახებზე, რომლებიც მისი „კეთილი ნებით“ გამოყარეს საკუთარი სახლებიდან... თუმცა, როცა მას ამის შესახებ „პრესა.ჯი“-მ კითხვა დაუსვა, ივანიშვილმა აგრესია ვერ დამალა.

„პრესა.ჯი“: „ლეიბორისტები“ აცხადებენ, რომ თქვენ დაინტერესდით ერეკლე მეორეს სამ ნომერში არსებული საცხოვრებელი სახლით, რომელიც ორგანიზაცია „ჯანმრთელობის“ დახმარებით შეიძინეთ და აქ ცხოვრობდით იქამდე, ვიდრე რუსეთში წახვიდოდით...

ბიძინა ივანიშვილი: მე ერეკლე მეორეს სამ ნომერში არ ვცხოვრობდი, ვცხოვრობდი გვერდით საცხოვრებელ სახლში.

- „ლეიბორისტთა“ განცხადებით, თქვენ იმ სახლიდან რამდენიმე ოჯახი გამოყარეთ...

- რაც შეეხება მათ ბრალდებას, რომ ამ სახლიდან გამოვასახლე ადამიანები, ეს ტყუილია და ზოგადად, „ლეიბორისტები“ დეზინფორმაციას ავრცელებენ“.

ივანიშვილმა „პრესა.ჯი“-ს ჟურნალისტი დატუქსა „არაეთიკური“ კითხვის დასმის გამო და ის იყო, წასვლა დააპირა, რომ ახლა სხვა ჟურნალისტმა ჰკითხა „ქართულ ოცნებაში“ წინასწარ გადანაწილებული სკამების შესახებ.

მორიგმა „არაეთიკურმა“ კითხვამ უცნაური ოლიგარქი უკვე მეტისმეტად გაამწარა და ჩვეული აგრესიით განაგრძო „ხელისუფლებისგან დაფინანსებული მედიის“ კრიტიკა, პარალელურად კი, მორცხვად უღიმოდა რუსული დროშის ფერებში გადაწყვეტილი პირადი „რუპორის“, „მეცხრე არხის“, იგივე „ბიძინატივის“ ნორჩ წარმომადგენელს.
0

ავტორი: