QBZ-03 - ჩინური საიერიშო შაშხანა

  08:27:48     17-05-2012

QBZ-03-ი არის უახლესი ჩინური საიერიშო შაშხანა, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ ჩაანაცვლოს მოძველებული QBZ-95-ის ტიპის შაშხანა, რომელიც ვეღარ პასუხობს არმიის თანამედროვე მოთხოვნებს. ჯერჯერობით გაურკვეველია შევა თუ არა QBZ-03-ი არმიის შეიარაღებაში. ზოგიერთი წყაროს ცნობით კი, იარაღი უკვე შესულია სასაზღვრო ჯარების შეიარაღებაში.

იარაღით შესაძლებელია შერჩეული ცეცხლის წარმოება. იგი იყენებს ჩინურ 5.8×42 მმ-იან ტყვიებს, რომელიც 1980-იან წლებში შეიქმნა. ჩინელები ამბობენ რომ ეს ტყვია ჯობს “ნატოს” 5.56×45 მმ-იან და საბჭოთა (რუსულ) 5,45×39 მმ-იან ვაზნებს. უსაფრთხოების სახელური მდებარეობს იარაღის კორპუსის მარცხენა, ზემოთა მხარეს და უზრუნველყოფს ორი სახის ცეცხლის წარმოების რეჟიმის არჩევას-სრულ ავტომატურს და ნახევრად ავტომატურს. იარაღზე დამონტაჟებულია “ლიანდაგი”, რომელზეც მაგრდება სხვადასხვა სახის სამიზნე-ოპტიკური მოწყობილობები და სასინათლო ხელსაწყოები.

იარაღის კონდახი გამძლე პოლიმერის მასალისგანაა დამზადებული, რომელიც მარჯვენა მხარეს იკეცება. შაშხანაზე ასევე თავსებადია ხიშტ-დანა. საექსპორტოდ შექმნილ QBZ-03-ი “ნატოს” სტანდარტის კალიბრზეა გათვლილი (5.56 x 45) და უყენდება M16-ის მჭიდები.

armada.ge