
ბულგურის სუპი
08:27:07     17-05-2012
მასალა:
2 ჭიქა ბულგური
1 მოზრდილი თავი ხახვი
2ს/კ ტომატ-პასტა
2 ს/კ ზეთი
2 კბილი ნიორი
1 სტაფილო
1ს/კ ლიმონის წვენი
1 ჩ/კ გამხმარი პიტნა
ბულგურს დაასხით წყალი, მოხარშეთ თავდახურულ ქვაბში მზადყოფნამდე. შეფუთვაზე მითითებულია ხარშვის დრო. ბულგურის მოხარშული მარცვლები, წვრილად დაჭრილ ხახვთან და ტომატ-პასტასთან ერთად მოთუშეთ. 3-4 წუთი წუთი საკმარისია. დაასხით 1 ლიტრამდე მდუღარე წყალი. დაუმატეთ ნიორი, გახეხილი სტაფილო, მარილი, პილპილი, პიტნა, ლიმნის წვენი. მზა სუპი ოდნავ დააბლენდერეთ, ერთგვაროვანი და უფრო სასიამოვნო გამოდის. პიტნა შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც გამხმარი, ასევე ნედლი.
perfectcook.org