სოხუმის „გენპროკურატურამ“, ანქვაბზე თავდასხმის მონაწილეებს ბრალი წაუყენა

  07:47:19     17-05-2012

აფხაზ სეპარატისტთა საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. გენპროკურატურამ, 22 თებერვალს „პრეზიდენტ“ ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის გამო დაპატიმრებულთ, ანზორ ბუთბას, ალხაზ ხუტაბასა და რამზი ხაშიგს ბრალი წაუყენა.

ამ პირთა ქმედებები სეპარატისტთა გენპროკურატურის მიერ კვალიფიცირებულია, მათი სისხლი სამართლის კოდექსის 203 მუხლის მე–2 ნაწილით, როგორც „მდგრად შეიარაღებულ ჯგუფში (ბანდაში), ან მის მიერ განხორციელებულ თავდასხმებში მონაწილეობა“. მათ ბრალად ედებათ „პრეზიდენტ“ ანქვაბზე თავდასხმა და მისი დაცვის წევრთა სიცოცხლის ხელყოფა.

ა. ბუთბამ, ა.ხუტაბამ, ტ, ხუტაბამ (ოფიციალური ინფორმაციით, იზოლატორში თავი ჩამოიხრჩო) და რამზი ხაშიგმა, ასევე ძებნაში მყოფმა რუშბეი ბარციცმა და ასტამურ ხუტაბამ დანაშაულებრივი ბანდის ორგანიზატორთა და შემქმნელთა, პავლე არძინბასა და ალექსეი კჩაჩის (ოფიციალური ინფორმაციით, აყვანის ოპერაციის დროს თავი მოიკლა) მითითებითა და მათი უშუალო ხელმძღვანელობით 2011 წლის აგვისტოსა და ოქტომბერში, ასევე 2012 წლის 10 და 22 თებერვალს ცეცხლსასროლი იარაღითა და ასაფეთებელი მოწყობილობებით შიარაღებულებმა „პრეზიდენტ“ ანქვაბზე და მის თანმხლებ სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებზე სიცოცხლის ხელყოფის მიზნით, თავდასხმა მოაწყვეს.

 „აფსნიპრესისვე“ ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გამოძიება შესაბამის ბრალეულობას წარუდგენს მოცემულ საქმეზე ბანდის სხვა წევრებსაც – ედლარ და ედგარ ჭითანავებს, თამაზ ბარციცსა და მურთაზ საქანიას.

2012 წლის 14 მაისს არძინბა პავლე ხაზარატის ძის – ბანდის ერთ–ერთ– ორგანიზატორის მიმართ, რომლის უშუალო უშუალო ხელმძღვანელობით, წინასწარი გამოძიების მონაცემებით, 2007 წლიდან ანქვაბ ალექსანდრე ზოლოტნიცკის ძეზე თავდასხმები ხორციელდებოდა, დაუსწრებლად გამოტანილია განაჩენი მისი ბრალდებულად ცნობის თაობაზე. პავლე არძინბაზე გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.

პავლე არძინბას ბრალად ედება ალმასბეი კჩაჩთან და გამოძიების მიერ დაუდგენელ პირებთან ერთად მდგრადი შეიარაღებული ბანდის ჩამოყალიბება ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის მიზნით.

„გენპროკურატურა“ „სახელმწიფო უშიშროების სამსახურთან და „რესპუბლიკის“ შსს–სთან ერთად ატარებს ღონისძიებებს შეიარაღებული ბანდის სხვა წევრთა დადგენის მიზნით.