რუსულენოვანი მოსახლეობა – რეალური რუსული   საფრთხე ლატვიისთვის რუსულენოვანი მოსახლეობა – რეალური რუსული საფრთხე ლატვიისთვის />


  17:38:05     16-05-2012

რუსულენოვანი მოსახლეობა – რეალური რუსული საფრთხე ლატვიისთვის

a18108.jpg

ლატვიაში, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, რუსულენოვანი მოსახლეობა გააქტიურდა. მეტიც. მათი ინიციატივით, რუსული ენის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით, გასული წლის პირველიდან 30 ნოემბრამდე, ხელმოწერებიც კი შეგროვდა, რომელიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, სეიმს წარუდგინეს. სეიმმა, თავის მხრივ, ამ საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარე წლის 18 თებერვლისთვის  დანიშნა. თუმცა, რეფერენდუმზე მოსახლეობის უმეტესობამ რუსული ენისთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი განაცხადა. ოღონდ, ისიც ფაქტია, რომ რუსულენოვანი მოსახლეობა ისევ თავისას მოითხოვს. გასაგებია, ვისი მხარდაჭერით.

ალბათ, ესაა ლატვიის უსაფრთხოების პოლიციის დასკვნის მიზეზიც, რომ რუსეთი ამით თავის  საგარეოპოლიტიკურ მიზნებს ახორციელებს და სურს, ლატვიაში რუსული ენის პოზიციების განმტკიცება. ამან თავის მხრივ ლატვიური საზოგადოების დაყოფა გამოიწვია, რამაც, შესაძლოა, ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნას, ნათქვამია სპეცსამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში.

უსაფრთხოების პოლიციაში აღნიშნავენ, რომ 2011 წელს ჩატარებულმა კამპანიამ ხელმოწერების შესახებ „ქვეყნის შიდაპოლიტიკურ სტაბილურობაზე ნეგატიურად იმოქმედა“. როგორც ხელმოწერების შეგროვებას, ასევე მის პოპულარიზაციას აწარმოებდა საზოგადოება „როდნოი იაზიკ“ („დედა ენა“), რომელშიც ადგილობრივი პოლიტიკოსები და საზოგადოებრივი მოღვაწეები გაერთიანდნენ. თუმცა, უსაფრთხოების პოლიციას მიაჩნია, პროცესის რეალური ორგანიზატორები მოსკოვში იმყოფებიან. თუმცა, რუსული ენის სტატუსის შესახებ რეფერენდუმის ინიციატორები ამას კატეგორიულად უარყოფენ, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს. აბა საჯაროდ, ხომ არ დაიწყებენ იმის ძახილს ჩვენს უკან მოსკოვიაო.

თუმცა, მათვე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თავის მხვრივ აცნობეს, რომ საზღვარგარეთ რუსული ენისა და კულტურის  წინ წაწევაში პრინციპში ცუდს ვერაფერს ამჩნევენ, თანაც აღნიშნეს, რომ ნებისმიერი მსგავსი ქმედება კანონის ფარგლებში ხორციელდება.

ლატვიის სპეცსამსახურის ანგარიშში კი ნათქვამია, რომ აქ სახეზეა რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები.

„ხელმოწერების შეგროვების პროცესი  უნდა აღვიქვათ, როგორც რუსეთის თანამემამულეთა შესახებ პოლიტიკის ნაწილი. საზოგადოების (მხედველობაშია „როდნოი იაზიკი“) ხელთ არსებული სახსრებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახლდათ მათ მიერ ორგანიზებული კამპანიის ჩატარება“.

ანგარიშის ავტორები ირწმუნებიან, რომ საზოგადოების აქტივისტთა განკარგულებაში იყო,  „ გაურკვეველი წარმომავლობის ნაღდი სახსრები“: „ თანამემამულეთა პოლიტიკის რეალიზაციისათის განკუთნილი დაფინანსება არ არის გამჭირვალე და ლატვიაში სხვადასხვა გზებით შემოდის“.

„კამპანია ნაწილობრივ შემოწირულობებით, ნაწილობრივ კი საზოგადოების წევრთა პირადი სახსრებით ფინანსდებოდა. ყველაფერი ჩვენს ანგარიშში ასახულია, პასუხობს პოლიციის ექსპერტთა დასკვნას საზოგადოება „როდნოი იაზიკის“ ერთ–ერთი ლიდერი, ვლადიმერ ლინდერმანი. მისი თქმით, კამპანიის პირველ ორ ოტაპზე დაახლოებით, 34 ათასი დოლარი დაიხარჯა.

ლინდერმანის მტკიცებით, აღმოსავლეთელი მეზობლის მხრიდან არ ყოფილა არა მხოლოდ ფინანსური, არამედ საერთოდ არანაირი მხარდაჭერა.

„ ეს საერთოდ, სრული სისულელეა. ბრწყინვალედ მესმის უსაფრთხოების პოლიციის, რადგანაც იმ ფაქტის აღიარება არ შეუძლიათ, რომ ლატვიაში მცხოვრებმა რამდენიმე ჭაბუკმა ეს პროცესი წამოიწყო, განუცხადა „ ბი–ბი–სის“ რუსულ სამსახურს ვლადიმერ ლინდერმანმა.– ეტყობა, ეს მათ ამცირებთ. ისინი რეალურად შიდა პრობლემისგან გეოპოლიტიკურ პრობლემას ქმნიან. თუმცა მსგავს რამეს მრავალი პოსტსაბჭოთა ქვეყნის მთავრობებიც მიმართავენ“.

ისე, ზუსტად მსგავსი განცადებები კეთდებოდა, როდესაც რუსებმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სეპარატისტების რუსული პასპორტებით აღჭურვა დაიწყეს. ასე, რომ მსგავსი განცხადებები ჩვენთვის ახალი ნამდვილად არ არის. თუ რითი დასრულდ შემდგომში ეს ყველაფერი, არც ესაა ჩვენთვის უცხო.

უნდა აღინიშნოს, რომ უსაფრთხოების პოლიციის ანგარიშში არც თანხები, არც გვარები და არც ლატვიური საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსების კონკრეტული გზებია მითითებული, რომლებიც მათ რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებთან,  ან ჩინოვნიკებთან კავშირზე მიანიშნებდა. თუმცა, ლატვიის თავდაცვის მინისტრის, არტის პაბრიკსის თქმით, კონკრეტიკის არარსებობა სპეცსამსახურებისადმი უნდობლობის მიზეზს სულაც არ წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ ლინდერმანი „პოდნოი იაზიკის“ ოფიციალური ლიდერია, ლატვიური სპეცსამსახური მას მხოლოდ დავალებათა შემსრულებლად მიიჩნევს და მეტი არაფერი. რაც შეეხება ნამდვილ მამოძრავებელ ძალას, უსაფრთხოების პოლიცია ასეთად სხვას, ალექსანდრე გაპონენკოს მიიჩნევს. სხვათა შორის, სწორედ იგი ჩუდგა სათავეში ახალ კამპანიას, რომლის ჩარჩოებში  „არამოქალაქეთა პარლამენტის“ შექმნა იგეგმება და აპირებს მიმართოს ევროპულ ორგანიზაციებს თხოვნით, რომ უმციროსობების უფლებათა დაცვის საკითხებში ლატვიის მთავრობაზე ზეწოლა განახორციელონ.

ლატვიური სპეცსამსახურების აზრით,  გაპონენკოს გარდა, ხელმოწერების შეგროვების კამპანიის წარმატებულობა უზრუნველყო ოპოზიციურმა პარტია „ცენტრ სოგლასიამ“, რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

უსაფრთხოების პოლიციამ აღნიშნა, რომ რეფერენდუმის ორგანიზატორებმა ხელმოწერების შეგროვება მოახერხეს რიგის მერის, ნილ უშაკოვისა და „ცენტრ სოგლასიას“ სხვა ცნობილ მოღვაწეთა დახმარებით, რომლებმაც მოსახლეობას მოუწოდეს, ხელი მოეწერათ მოთხოვნაზე რუსული ენის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადების შესახებ.

მართალია, 2012 წლის თებერვლის რეფერენდუმზე რუსული ენის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხდების იდეას მხოლოდ 24,8 5–მა დაუჭირა მხარი, მაგრამ უსაფრთხოების პოლიციის მოსაზრებით, ზემოთდასახელებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტურმა საქმიანობამ ლატვიის საზოგადოება ორად გაჰყო.

ლატვიის თავდაცვის მინისტრის, არტის პაბრიკსის თქმით, ლატვიური საზოგადოების გახლეჩვა, პირველ რიგში, უცხოეთის სპეცსამსახურებს აწყობთ.

ბუნებრივია, ვის გულისხმობდა კონკრეტულად უცხოეთის სპეცსამსახურებში პაბრიკსი, სავარაუდოდ, ამას დიდი გამოცნობა არ სჭირდება.

0

ავტორი: