
ივანიშვილის ბინძური "აურა"
13:06:42     16-05-2012
ოკულისტების და მაგების თაყვანისმცემელ ბიძინა ივანიშვილს მიხეილ ცაგარელმა „შემაშფოთებელი“ ამბავი აუწყა. ოლიგარქისთვის გარემოცვას აურა დაუბინძურებია. ცაგარელი, მილიარდერს სასწრაფოდ კვეთებულის ლოცვებს ურჩევს. ასტროლოგმა კარგად იცის, ბიძინა ლოცვებს კი არა, მაგებს მიმართავს და ქვების საშუალებით შეეცდება აურის გასუფთავებას.
ასე რომ, ბიძინას გარემოცვა საფრთხეშია. ბიძინას იმდენად სჯერა ვარსკვლავების, რომ იგი სავარაუდოდ უკვე შეუდგა რიტუალების აღსრულებას. წლების განმავლობაში, ტონობით სტაფილოს წვენი იმიტომ არ უწრუპავს, რომ 120 წლიანი სიცოცხლის პერსპექტივას, მავანთა მიერ დაბინძურებული აურის გამო შეუქმნას საფრთხე.
სწორედ, ეს გვაფიქრებინებს, რომ შუშის სასახლეში მთვარის შუქზე უკვე მობილიზებულია ყველა ქვა და ყველა თილისმა. ამით კი, სერიოზული პრობლემების წინაშე დგებიან, თინა ხიდაშელი, მანანა კობერიძე, ნონა ყანდიაშვილი, ლუბა ელიაშვილი...
როცა ასტროლოგი ცაგარელი ბიძინას აურის დამბინძურებელ გარემოცვაზე საუბრობდა, სიაში პირველ რიგში ეს ქალბატონები მოიაზრებოდნენ.
ლოგიკურად, თუ ბიძინა აურის დასუფთავებას შეეცდება და მას ნამდვილად ღრმად სწამს ამ მიმდინარეობის, ოკულტისტური და სხვა მაგიური რიტუალების შემდეგ, აურის დამზიანებელი „დამნაშავე ძალები“ განიდევნებიან.
ასე რომ, სოლოლაკი–მთაწმინდის ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეებს დიდი სიფრთხილე მართებთ. გამორიცხული არაა, ქვების წაღმაუკუღმა დალაგების შემდეგ, ბიძინას გაწმენდილმა აურამ თინა ხიდაშელი ან რომელიმე სხვა გარეთ გამოსტყორცნოს. თბილისელებმა შეიძლება შუშის სასახლიდან ჰაერში მოფრიალე ლუბა ელიაშვილიც შეამჩნიონ. ოკულტისტები მოგეხსენებათ, ასე ებრძვიან ალტერნატიულ ძალებს...
ცხადია ჩნდება კითხვა, რატომ მხოლოდ შუშის სასახლის ქალები? პასუხი მარტივია. ირაკლი ალასანია, დავით ბერძენიშვილი, დავით უსუფაშვილიც „აურადაბინძურებულები“ არიან. მათ ბიძინამდე ჰქონდათ ურთიერთობა თინა ხიდაშელთან. ამდენად, თუ ბიძინა დროულად დაალაგებს ქვებს მთვარის შუქზე, როცა ნეპტუნი სატურნს მიუახლოვდება, „ოცნების“ სხვა კაცებსაც ეშველებათ...