16:32:14     15-05-2012
ანდერს ფოგ რასმუსენი: ჩიკაგოს სამიტი ძალზე მკვეთრად აღიარებს საქართველოს პროგრესს

როგორც ცნობილია, 20–21 მაისს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ჩიკაგოში, დაგეგმილია ნატოს მორიგი სამიტი. ცნობილი გახდა, რომ ამ სამიტზე ალიანსის გაფართოება არ იგეგმება. თუმცა სამიტის შეხვედრებში საქართველო, როგორც ალინსის არაწევერი ქვეყანა, მაინც იქნება წარდგენილი. თუ რას უნდა ელოდოს საქართველო ნატოს ჩიკაგოს სამიტისგან, ამაზე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივნმა, ანდერს ფოგ რამესენმა ერთ–ერთ ინტერვიუში ისაუბრა.
კერძოდ, მან აღნიშნა, რომ 20–21 მაისისთვის დაგეგმილ ჩიკაგოს სამიტზე, ნატო „ძალზე მკვეთრად“ აღიარებს იმას, თუ „რას მიაღწია საქართველომ და იმასაც, რა წვლილი შეაქვს მას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა.
კითხვაზე, მიუახლოვდა თუ არა საქართველო, რომელიც გახდება ალიანსის ის არაწევრი სახელმწიფოა, საიდანაც ავღანეთში ყველაზე მეტი სამხედრო იმსახურებს, ნატოს წევრობას, რასმუსენმა უპასუხა: „ჩიკაგოს სამიტი არ იქნება გაფართოების სამიტი, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ვაღიარებთ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია“.
„ჩვენ ამ პროგრესს ვაღიარებთ სამიტის დეკლარაციაში. ჩვენ ასევე ძალზე მკვეთრად ვაღიარებთ საქართველოს წვლილს, – განაცხადა მან.
„ფაქტობრივად, ჩიკაგოში საქართველო სამ მნიშვნელოვან შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. კერძოდ, ავღანეთის საკითხზე „აისაფის“ (ISAF) შეხვედრაში, ასევე იმ 13 პარტნიორის სპეციალურ პარტნიორულ ღონისძებებში, რომლებსაც ნატოს ოპერაციებში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, და საქართველო ამ 13 პარტნიორის რიცხვში შედის და, რეალურად არის ერთ–ერთი იმ ქვეყანათაგანი, რომლებსაც ავღანეთში ჩვენს ოპერაციებში შეაქვთ ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი.
და ბოლოს, საქართველო მიიღებს მონაწილეობას ასევე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ასპირანტი ქვეყნების შეხვედრაში“, – განაცხადა რასმუსენმა.
0