იაკობ ნიკოლაძე - ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი
09:03:54     15-05-2012
იაკობ ნიკოლაძე 1876 წელს ქალაქ ქუთაისში დაიბადა.
1886 წლის გაზაფხულზე პატარა იაკობი გიმნაზიაში შეყავთ, სადაც მან ერთი წელი დაჰყო. გიმნაზიის მიტოვების შედეგ იგი ბათუმში მიჰყავს უფროს ძმას-მათეს და იაკობი სახელოსნო- სასწავლებელში მექანიკის განყოფილებაზე შეჰყავს. აქ იგი წარმატებით ითვისებს ხატვასა და ხაზვას და სასწავლებელს 1893 წელს ამთავრებს.
1894 წელს სწავლობდა მოსკოვის სტროგანოვის ცენტრალურ სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელში.
1894-1895 და 1897-1898 წლებში სწავლას აგრძელებს ოდესის ფერწერისა და ქანდაკების სამხატვრო სკოლაში.
1899-1901 წლები მოქანდაკისთვის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი პერიოდია. იგი სწავლობს პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში. აქ მისი პედაგოგები იყვნენ ალექსანდრე ფალგიერი და ანტონ მერსიე.
1897 წელს ნიკოლაძე შოთა რუსთაველისა და ალექსი-მესხიშვილის პორტრეტულ გამოსახულებებს ქმნის და ნატიფი ხელოვნების ხელშემწყობი საზოგადოების გამოფენაზე წარადგენს მათ.
1902 წელს სამშობლოში დაბრუნებული მოქანდაკე ამიერკავკასიის ხელოვნების წამახალისებელი საზოგადოების საზოგადოებაში პედაგოგად მიიწვიეს.
1902-1903 წლებში ნიკოლაძემ ამიერკავკასიის სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე, ცენტრალურ პავილიონში დეკორატიული რელიეფები და კულტურის მოღვაწეთა პორტრეტები წარმოადგინა: შიო არაგვისპირელი, ტასო აბაშიძე, კოტე მესხი, ვასო აბაშიძე.
1903 წლის აგვისტოში ნიკოლაძე ფლორენციაში ჩადის და იტალიურ კულტურას ეცნობა.
1904-1910 წლებში მოქანდაკე მცირე პაუზებით პარიზში ცხოვრობს.
1906-107 წლებში იგი როდენის სახელოსნოში მუშაობს. დიდი ფრანგი მოქანდაკის სახელოსნოში გატარებული ერთი წლის შესახებ მოგვიანებით ნიკოლაძის წიგნი გამოვა, რომელსაც ასევე ერქმევა ,,ერთი წელი როდენთან”.
1908 წელს იღებს შეკვეთას ილია ჭავჭავაძის საფლავზე დასადგმელ სკულპტურულ კომპოზიციაზე ,,მგლოვიარე საქართველო.” კომპოზიციის ცენტრალური ფიგურა-მოტირალი ქალი საფრანგეთში შეიქმნა და იქვე ჩამოისხა ბრინჯაოსგან.
საქართველოში დაბრუნებული მოქანდაკე აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას განაგრძობს. ქმნის ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტულ გამოსახულებებს. მონაწილეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთ დამაარსებლად გვევლინება.
1922 წელს დაარსებული სამხატვრო აკადემიის პირველი პრორექტორი იაკობ ნიკოლაძე ქანდაკების ფაკულტეტს ხელმძღვანელობს.
1922 წლის 11 დეკემბერს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში ნიკოლაძის შემოქმედების 25 წელი საზეიმოდ აღინიშნება. ამავე წელს რუსთაველის პროსპეტზე იდგმევა აკაკი წერეთლისა და ეგნატე ნინოშვილის ბიუსტები, რომლებიც მოქანდაკემ რევოლუციამდე შექმნა.
1929 წელს ნიკოლაძეს საქართველოს სსრ სახალხო მხატვრის საპატიო წოდება მიენიჭა.
1934 წელს იგი თბილისის საბჭოს დეპუტატია.
საბჭოთა კავშირის დამყარების შემდეგ ნიკოლაძის შემოქმედებაში უხვად ჩნება კომუნისტური პარტიის ლიდერთა პორტრეტები, განსაკუთრებული ადგილი კი ლენინის გამოსახულებებს უკავიათ. ამ უკანასკნელისგან აღსანიშნავია მოსკოვის 800 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ნამუშევარი, რომლისთვისაც ავტორს ლაურეატობა და მეორე ოქროს მედალი მიანიჭეს 1948 წელს. იგი ასევე მუშაობს ქართველი და უცხოელი კულტურის მოღვაწეთა პორტრეტებზე.
1939 წელს ნიკოლაძე სკკპ-ს წევრი ხდება.
1946 წლიდან მოქანდაკე ყოფილი სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრია.
იაკობ ნიკოლაძე 1951 წლის 10 მარტს გარდაიცვალა თბილისში.
tbilisi.gov.ge