ერაყში, აფეთქებებმა ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა
08:55:25     14-05-2012
რადიო „თავისუფლების“ ცნობით, კვირას, ერაყში რამდენიმე აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, არიან დაჭრილებიც.
აფეთქებების უმრავლესობა მიმართული იყო უშიშროების ძალების წინააღმდეგ. სხვადასხვა ცნობების თანახმად, თავდასხმებს მსხვერპლი მოჰყვა ბაღდადის დასავლეთით მდებარე ფალუჯაში, სამხრეთით მდებარე ისკანდირიაში და აღმოსავლეთში მდებარე დიალის პროვინციაში.