
ბერძნული სალათა
08:21:42     14-05-2012
მასალა:
500გრ. პომიდორი
350გრ წიწაკა
400გრ. კიტრი
150გრ. ხახვი
200გრ. ყველი
150გრ. შავი ზეთისხილი
სოუსისთვის:
5 ს/კ. ზეითუნის ზეთი ან მზესუმზირის ზეთი
2 ს/კ. ლიმონის წვენი
მარილი და წიწაკა გემოვნებით.
მომზადება:
პომიდორი და კიტრი დავჭრათ დიდი ზომის ნაჭრებად. ბულგარულ წიწაკა გავასუფთავოთ გულისგან და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ხახვი ნახევარმთვარისებურად, ყველაფერი მოვათავსოთ ჯამში, მოვაყაროთ ზეთისხილი, კუბიკებად დაჭრილი ყველი და მოვასხათ სოუსი.
სოუსის მომზადება:
ზეთში ავურიოთ ლიმონის წვენი, შემდეგ მოვაყაროთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.