არაჟნის ორცხობილა

  08:20:49     14-05-2012

მასალა:

პურის ფქვილი 600 გრ.

არაჟანი 200 გრ.

შაქარი 4 ს/კ.

მარილი 1,4 ჩ/კ.

სოდა 1 ჩ/კ.

კარაქი 300 გრ.

მომზადება:

კარაქი გავადნოთ, დავმატოთ არაჟანი, შაქარი, მარილი, სოდა და მოვზილოთ რბილი ცომი. მომზადებული ცომი გავაბრტყელოთ 0,5 სმ. სისქეზე, შემდეგ დავჭრათ მრგვალად, დავწყოთ პერგამენტდაფარებულ გამოსაცხობ ფორმაზე, თითოეულ ცომის ნაჭერს მოვაყაროთ შაქარი და გამოვაცხით 200* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში 15–20 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ მოვაყაროთ შაქრის პუდრა.