პუტინის პრეზიდენტად დაბრუნების შემდეგ, კრემლმა საომარი რიტორიკა გააძლიერა
17:24:27     12-05-2012
თუმცა, მისივე თქმით, თუკი მოსკოვი საფრთხეს დაინახავს, ამერიკულ სისტემებს ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს „ისკანდერებით“ გაანადგურებს.
„თუ ისინი იურიდიულ გარანტიებს წარმოგვიდგენენ, ჩვენ მზად ვართ ამ ყველაფერს სხვა თვალით შევხედოთ. მანამდე მხოლოდ სიტყვიერად გვპირდებოდნენ“ - აღნიშნა სერდიუკოვმა, რომელიც აცხადებს, რომ მოსკოვი მოთმინებით ელოდება აშშ-ს გარანტიებს, რომლის დაპირებაც ამერიკის მხრიდან, როგორც სერდიუკოვმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, „მოსკოვისთვის სიახლე იყო“.
გასულ კვირას, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ჯარების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ოლეგ ოსტაპენკომ განაცხადა, რომ ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები „საფრთხეს წარმოადგენს არა მარტო რუსეთის შემაკავებელი ძალებისთვის, არამედ მისი კოსმოსური საშუალებებისთვისაც“.
მანამდე კი გენშტაბის უფროსმა, არმიის გენერალმა ნიკოლაი მაკაროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ ენდობა ვაშინგტონს და ის იტოვებს უფლებას, პირველი გამაფრთხილებელი დარტყმა მიიტანოს ანტისარაკეტო სისტემებზე, თუკი სიტუაცია გამწვავდება. თუმცა რას გულისმობს მოსკოვი „სიტუაციის გამწვავებაში“, გენერლები არ აკონკრეტებენ.
ისინი მიუთითებენ, რომ ამერიკული სისტემების გასანადგურებლად მოსკოვს ახალი ხარჯების გაღება არ დასჭირდება და ამ ამოცანას „ისკანდერებიც“ კარგად შეასრულებენ.„ისკანდერს“ შეუძლია ნეიტრალიზება მოახდინოს საშუალებებისა, რომლებიც ჩვენს რაკეტებს შეუშლის ხელს“ - განაცხადა სერდიუკოვმა.
კრემლის ამ ბაქი-ბუქისა და განცხადებების მიუხედავად, აშშ არ აპირებს თავის გეგმებზე უარი თქვას. ორიოიდე დღის წინ, აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სააგენტომ ახალი რაკეტა-გზამჭრელის გამოცდა ჩაატარა.
საუბარია რაკეტა SM-3-ის მოდიფიკაციაზე, რომელსაც Block 1B ეწოდება. მან წარმატებით გაანადგურა ბალისტიკური რაკეტა-მიზანი, რომელიც ჰავაის კუნძულებთან ახლომდებარე ტერიტორიიდან გაუშვეს. სწორედ ახალი ანტირაკეტების, Block 1B-ს განთავსებას აპირებს აშშ რუმინეთის ტერიტორიაზე, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ფარგლებში.