სალათა "საზაფხულო"

  10:30:25     12-05-2012

მასალა:

200-300გრ. კომბოსტო

300გრ. შებოლილი ძეხვი

3ც. კვერცხი

400 მწვანე ბარდა

100გრ. სტაფილო

3 კბილი ნიორი

მარილი, წიწაკა, მაიონეზი გემოვნებით.

მომზადება:

ძეხვი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, დავუმატოთ გახეხილი სტაფილო და კომბოსტო,  მწვანე ბარდა, მოხარშული კუბიკებად დაჭრილი კვერცხი, გატარებული ნიორი, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, მოვასხათ მაიონეზი და კარგად ავურიოთ. გავაფორმოთ მწვანილით.