„მთვრალი ბანანი"

  10:29:34     12-05-2012

მასალა:

ბანანი 2ც.

კარაქი 50–60გრ.

პურის ფქვილი 1–2 ს/კ.

რომი 1 ს/კ.

ყავის ლიქიორი 1–2 ს/კ.

მომზადება:

ტაფაზე გავადნოთ კარაქი. 2 ცალი ბანანი გავფცქვნათ და დავჭრათ მრგვალდ, შემდეგ თითოეულ ნაჭერი ამოვავლოთ ფქვილში და დავაწყოთ ტაფაზე, რამოდენიმე წუთის შემდეგ დავასხათ რომი, თითოეული ნაჭერი შევწვათ ორივე მხრიდან, შემდეგ სასურველ ფორმაზე დავასახთ ყავის ლიქიორი და დავაწყოთ მასზე შემწვარი ბანანის ნაჭრები.