დურიფშში “აფხაზური ჯამაათის” ხელმძღვანელი, რუსლან გიცბა აიყვანეს

  10:07:28     11-05-2012

აფხაზ სეპარატისტთა ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “აფხაზეთის უშიშროების სამსახურის”, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურისა და “აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს” ერთობლივი ოპერაციის შედეგად, გუდაუთის რაიონში ორგანიზაცია “აფხაზური ჯამაათის” ხელმძღვანელი, რუსლან რაუფის ძე გიცბა აიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დადგენილია, რომ ეს ორგანიზაცია აკრძალული ახალგაზრდული საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია “კავკასიის იმამატის” ქვედანაყოფს წარმოადგენს.

ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, გუდაუთის რაიონის სოფელ დურიფშში, სადაც ადგილობრივი მცხოვრები რაუფ გიცბა აიყვანეს, იარაღის, ტყვია-წამლისა და ასაფეთქებელ ნივთიერებათა საიდუმლო საწყობი აღმოაჩინეს.

ამოღებულია:

27 ცალი “აგლენის” სისტემის რეაქტიული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმსატყორცნი და ჩვეულებრივი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმსატყორცნები;

3 ცალი “იგლასა” და “ სტრელას” ტიპის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები;

3 ცალი საზენიტო დანადგარი;

3 ცალი მრავალჯერადი გამოყენების ტანკსაწინააღდეგო ნაღმსატყორცნი;

“შმელის” სისტემის ქვეითთა რეაქტიული ცეცხლმსროლი;

დაზგური ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი “სპგ-9 2კოპიო”;

ავტომატური დაზგური ყუმბარმტყორცნი;

80-მილიმეტრიანი ნაღმსატყორცნი;

26 ცალი სხვადასხვა მოდელის ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითთსაწინააღმდეგო ნაღმი;

ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რეაქტიული ყუმბარებისთვის განკუთვნილი გამშვები დანადგარი 2 რაკეტითურთ;

არამართვადი რეაქტიული ყუმბარებისთვის განკუთვნილი თვითნაკეთი გამშვები დანადგარი;

4 ცალი არამართვადი რეაქტიული ყუმბარა;

17 ცალი ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნის ყუმბარა;

“ბეემპე-2”-ის სისტემის კასეტური ყუმბარმტყორცნის 15 ცალი ყუმბარა;

დაზგური სისტემის ყუმბარმტყორცნის 152 ცალი ყუმბარა;

სხვადასხვა მოდიფიკაციის დაზგური ყუმბარმტყორცნის 834 ცალი ყუმბარა;

36 ცალი ყუმბარმტყორცნის 80-მილიმეტრიანი ყუმბარა;

კუთხვილი (`ნარეზნოი) იარაღის (მათ შორის მსხვილკალიბრიანის) 4800 ცალი ვაზნა;

5,45 მილიმეტრიანი 400 ცალი ვაზნა;

სხვადასხვა მოდიფიკაციის (მათ შორის, უცხოური წარმოების) 41 ცალი ყუმბარა;

ხელყუმბარების 50 ცალი ფალია(“ზაპალ”);

3 ცალი “ერპეგე-7”-ის ყუმბარის ტყვია-წამლის სასტარტო ჭურვი;

15 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი და ნაღმით აფეთქების საქმეში გამოსაყებელი ნივთიერებები, მათ შორის, 40 კილოგრამზე მეტი ალუმინის ფხვნილი, ელექტროდეტონატორებისთვის განკუთვნილი მავთულები.

სამალავებში ნაპოვნია ასევე სხვა იარაღი და ტყვია-წამალი.

ამოღებული იარაღის ნაწილი, კერძოდ, 23 ცალი “აგლენის” სისტემის რეაქტიული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმსატყორცნი აღმოჩენილია სოფელ ბზიფში, სადაც ანქვაბზე თავდასხმის მონაწილეობისთვის ამჟამად პატიმრობაში მყოფი ედგარ ჭითანავა ცხოვრობს, რომელმაც 2007 წლის 9 ივლისს გუდაუთაში მისი სამსახურებრივი ავტომობილი ყუმბარმტყორცნებით დაცხრილა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დაპატიმრებულია და გუდაუთის რაიონული სასამართლოს მიერ უკვე გასამართლებულია რუსეთის მოქალაქე რუსლან ბერხამოვი, რომელიც აფხაზეთში ჩრდილოეთ კავკასიიდან ტერორისტული აქტების ჩასატარებლად ჩავიდა.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, ეს ყველაფერი რუსეთის სპეცსამსახურების მორიგი პროვოკაცია ხომ არ არის მთლიანად ჩრდილოეთ კავკასიაზე და აფხაზეთის ხელისუფლებაზე ზეწოლის გაძლიერების მიზნით?

ექსპერტთა მოსაზრებით, მსგავსი რამ გამორიცხული არაა. თუმცა, ისიც უნდა ითქვა, აფხაზური ისლამიზმი ამისთვის საუკეთესო საშუალებას ნამდვილად არ წარმოადგენს, რადგანაც აფხაზურ ხელისუფლებაში  მყოფნი თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ. ყოველ შემთხვევაში, ასე აცხადებენ. თუ კრემლს მათზე ძალისმიერი ზეწოლის განხორციელება სურს, მაშინ უმჯობესია, სხვა რამე მოიფიქროს. თუნდაც ის, თითქოს შექმნილი ჯგუფი ადგილზე რუსეთს ჯარების წინააღმდეგ გეგმავდა შეიარაღებულ გამოსვლას. ალბათ, ეს უფრო ლოგიკური იქნებოდა მათი მხრიდან, მაგრამ კრემლი ხომ ლოგიკას არ ექვემდებარება.