თამარ აბაკელია - მოქანდაკე, გრაფიკოსი, კინოსა და თეატრის მხატვარი
05:44:55     11-05-2012
1920-1923 წლებში სწავლობს ბათუმის ჰუმანიტარულ ტექნიკუმში.
1923-1929 აბაკელია თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობს. იგი პირველი ქალი მოქანდაკე იყო ქართველებს შორის. აკადემიაში მას ხელოვნების ისეთი ცნობილი მოღვაწეები ასწავლიდნენ, როგორებიც იყვნენ ი. შარლემანი (ფერწერა, გრაფიკა, კომპოზიცია), ე. ლანსერე (კომპოზიცია), ი. ნიკოლაძე და ნ. კანდელაკი (ქანდაკება).
გამოფენებში 1927 წლიდან იღებდა მონაწილეობას.
1930 წლიდან იგი ,,სარმას” წევრია.
1931 წელს მეუღლესთან-პოეტ კარლო კალაძესთან ერთად მოგზაურობს შუა აზიაში და შუააზიურ თემებზე ქმნის ციკლს.
1933 წლიდან აბაკელია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია.
1938 წლიდან სამხატვრო აკადემიაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.
1942 წელს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. იგი ასევე დაჯილდოვებული შრომის წითელი დროშის ორდენით.
1927 წლიდან მოყოლებული თამარ აბაკელია აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში, თუმვა მისი პერსონალური გამოფენა მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მოეწყო 1954 და 1964 წლებში.
თამარ აბაკელია 1953 წლის 14 მაისს გარდაიცვალა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.