სოსისი „წყალქვეშა სამეფო"

  05:28:18     11-05-2012

მასალა:

სოსისი 2ც.

პომიდორი 1ც.

მაიონეზი და კეჩუპი გემოვნებით

მწვანილი, კომბოსტოს მწნილი (წითელი) და სალათის ფოთოლი გასაფორმებლად.

მომზადება:

სოსისი მოვხარშოთ. თეფშზე მოვათავსოთ სალათის ფოთლები, მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი, დავაწყოთ გრძლად დაჭრილი კომბოსტოს მწნილი (წითელი). პომიდორისგან გავაკეთოთ „გვირგვინი" დავასხათ მაიონეზი, დავადოთ თავზე მწვანილის ფოთოლი და სალათის ფოთლებით გაფორმებულ თეფშზე დავდოთ. მოხარშული სოსისი ჩავჭრათ სიგრძეზე რამოდენიმე ადგილზე (ბოლომდე არ გავჭრათ) და მოვათავსოთ  გაშლილად (გამოდის რვაფეხა) პომიდვრის გვერდით, წავუსვათ კეჩუპი, მაიონეზით დავახატოთ თვალები, ცხვირი და თავი.