ბუტერბროტი „ჭიამაია"
05:27:30     11-05-2012
მასალა:
პური 13 ნაჭერი
თევზის 13 ნაჭერი
პომიდორი 13 ნაჭერი
კარაქი გემოვნებით.
ზეთის ხილი, მაიონეზი და ოხრახუში გასაფორმებლად:
მომზადება:
თითოეულ პურის ნაჭერს წავუსვათ კარაქი, დავაწყოთ თევზის ნაჭრები და მოვამზადოთ ჭიმაია. თითოეულ ბუტერბროდზე დავაწყოთ პომიდვრის ნაჭრები (პომიდორი ერთ მხარზე ცოტათი დავსეროთ), პომიდორს ზედაპირზე დაჭრილი ზეთისხილით გავუკეთოთ წერტილები, შემდეგ გაჭრილი ზეთის ხილით გავუკეთოთ თავი, ხოლო მაიონეზით თვალები და გავაფორმოთ მწვანილით.