
ივანიშვილის მიერ ჟურნალისტის მოსყიდვის უშედეგო მცდელობა
22:28:09     10-05-2012
ბიძინა ივანიშვილს დაავიწყდა, რომ ბიზნესგარიგება პრესკონფერენციის წინ და კამერების თანდასწრებით არ ხდება.
მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილი თორნიკე კოშკაძეს „მეცხრე არხში“ გადასვლაზე „კერავდა“, უხერხულობას ვერ მალავდნენ ბიზნესმენის პრესსამსახურის თანამშრომლები. ანა გოჩაშვილი, რომელიც ნანა ლეჟავას სტუდა GNS-დან ოლიგარქის პრესსამსახურში გადავიდა, ოპერატორს, რომელიც ამ ყველაფერს იღებდა სთხოვდა, რომ კამერა გამოერთო. თან შეახსენა, რომ ეს არ იყო ის, რისი გადაღებაც ღირდა.
რას სთავაზობდა ოლიგარქი ჟურნალისტს და რის სანაცვლოდ? „პრესა.ჯი“ თორნიკე კოშკაძეს დაუკავშირდა.
- რას გთავაზობთ ბიძინა ივანიშვილი ვიდრე დელეგაციასთან შეხვედრას დაიწყებდა?
- ველოდებოდით შეხვედრის დაწყებას. ჩვენი გადამღები ჯგუფი ცოტა ადრე მივიდა. დელეგაციის წევრები ჯერ არ იყვნენ მოსულები. შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი ოთახში. მოვიდა ჩემთან პირდაპირ და დამიწყო პროფესიულ საქმიანობაზე საუბარი. შემდეგ გასცა გრძანება, რომ არ გადაიღოთო. რა თქმა უნდა ბრძანება ჩემ ოპერატორს, სოსო ჯანაშიასაც შეეხო, თუმცა ის მაინც იღებდა. შემდეგ, ოთახშივე გვერდით გამიყვანა და დიანტერესდა ჩემი ხელფასით. მითხრა რომ შემომთავაზებდა გაათმაგებულ ხელფასს, რასაც მე „რეალ-ტვ“-ში ვიღებ, ამნის სანაცვლოდ უნდა გადავსულიყავი „მეცხრე არხზე“.
- რ იყო ის თანხა, რაც ბიძინა ივანიშვილმა შემოგთავაზათ?
- არც მაცადა ხელფასის დასახელება. პირდაპირ მითხრა, რომ ახლავე დადე მიკროფონი და წამოდი „მეცხრე არხშიო“ და გადაგიხდი ათჯერ მეტს, ვიდრე ახლა გიხდიანო.
- „მეცხრე არხის“ ოპერატორი და ჟურნალისტი დაემორჩილენ ბრძანებას და გამორთეს კამერა?
- არ ვიცი, მაგას არ დავკვირვებივარ. ვერ გეტყვით ნამდვილად.
- კადრებში ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის თანამშრომლები კამერას ეფარებიან, ხომ არ მოსულან შენთან და ხომ არ შემოუთავაზებიათ ვიდეომასალა, რომელიც გადაიღეთ არ გაგევრცელებინათ?
- არა მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
- მათ იცოდნენ, რომ თქვენი ოპერატორი თქვენი და ბიძინა ივანიშვილის დიალოგს იღებდა?
- არ ვიცი. შეიძლებოდა ეჭვობდნენ, რომ გადაღებული გვექნებოდა მასალა და ვერ გაბედეს მოსვლას. ვერ გეტყვით.