
პომიდვრის და ხაჭოს სალათა
09:32:18     09-05-2012
მასალა:
პომიდორი 4ც.
ხაჭო 100გრ.
არაჟანი 4 ს/კ.
კამა და მარილი გემოვნებით.
სალათის ფოთლები და 1 ცალი პომიდორი გასაფორმებლად.
მომზადება:
პომიდორი გავასუფთავოდ კანისაგან და დავჭრათ კუბიკებად, შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი კამა, მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ არაჟანი, ხაჭო და კარგად ავურიოთ. გავაფორმოთ სურვილისამებრ.