
„შემაგინე, დურუ ხუნჭუა!“ ანუ ივანიშვილის ახალი წინასაარჩევნო კლიპი (ვიდეო)
22:40:18     08-05-2012
მომხმარებელთა ქილიკი ბიძინა ივანიშვილის დაუხვეწავმა და უხეშმა ჟესტიკულაციამ გამოიწვია, რომლითაც ის თავისუფლების მოედანზე სიტყვებით: „გელოდებით აი, აქ!“ მიანიშნებს, მოგვიანებით კი, სიტყვების დროს: „რომ ერთად დავიწყოთ ჩვენი სამშობლოს გაერთიანება...“ აშკარად ნერვიული მანერით კრავს მუშტს.
„თუ სამშობლოს გაერთიანება უნდა, ეგ კადრი თბილისშიმ კი არა, მინიმუმ, ენგურის ხიდზე უნდა ჩაეწერა, მაგრამ იქ მისვლით რუსებს ხომ ვერ აწყენინებს?“;
„0:12-დან ნახეთ? ის ფრინველი აშკარად მიშას გამოგზავნილი იყო, „ჟუჩოკით“;
"იმ სცენას არ ჰგავს, ჯოტია რომ იხვეწება "შემაგინე, დურუ ხუნჭუა!"?
„ცაციები განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან, „აი, აქ“ - მაგარი მინიშნება იყო“;
„ეს მუშტი რა უბედურებაა? ყველამ ერთადო, როცა თქვა, მეგონა, შეიგინებოდა...“;
„ამ კაცს ყოველთვის შურდა არტისტების“;
„ეს სპეციალურად ჩალიჩობს ეგეთებს? აბა ამას შალვაც კი აღარ აკეთებს ეგრე...“;
„დაუნ ვიტ დიქტეიტე“ მონაგონია“; - ასეთი და მსგავსი კომენტარები მოჰყვა ახალი კლიპის გამოჩენას.
რა თქმა უნდა, თვისობრივად განსხვავებული კომენტარები დაიწერა „ფეისბუქზე“ ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე და რამდენიმე ფორუმზე:
„მოვალთ, აუცილებლად მოვალთ და წინ გაგვიძეხით!“;
„ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება!“;
„ძალიან ქარიზმატული ხართ, ბატონო ბიძინა!“;
„თქვენს მარცხენას ვენაცვალე!“ - წერენ მომხმარებლები.